LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სულ ვტიროდი… დედაჩემი ჩემს სანახავად არ მოდიოდა, როდესაც ურეკავდნენ, პასუხობდა: არ მინდა ჩემი შვილის ნახვა და მისი დაბრუნება“ – გიორგი გოგოჭური ბავშვთა სახლში გატარებულ წლებზე

337
გიორგი გოგოჭური

ჟურნალისტის, სოციალური პროექტის „ვეძებ“ ავტორის, თამუნა მუსერიძის პოდკასტის „ვეძებ“ გასული ეპიზოდის სტუმარი ცნობილი „ტიკ-ტოკერი“ გიორგი გოგოჭური იყო.

ვიდეო: „ჩემზე ძალადობდნენ, დედაჩემმა დამტოვა და უკანმოუხედავად წავიდა“ – გიორგი გოგოჭური მძიმე ბავშვობაზე

გიორგი გოგოჭურმა პოდკასტში საკუთარი ბავშვობის რთულ წლებზე ისაუბრა და გაიხსენა, როგორ მოხვდა კოჯრის ბავშვთა სახლში.

„4 წლის ასაკში მშობლებმა ჩამაბარეს კოჯრის ბავშვთა სახლში, სადაც 8 წლამდე ვიზრდებოდი. მახსოვს, სოციალური მუშაკები მოვიდნენ, ხელი მომკიდეს და ოჯახიდან წამიყვანეს, დედაჩემიც ჩემთან ერთად წამოვიდა. როდესაც ადგილზე მივედით, დედაჩემმა დამტოვა და უკანმოუხედავად წავიდა, მე გამოვეტირე, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა…

დირექტორი ჩაგვამწკრივებდა სიმაღლის მიხედვით, ვისაც რა გაუფუჭდებოდა, თუნდაც შემთხვევით, [შპალერი, ნაკაწრი კედელზე] ღუმლის რკინის საჩხრეკს მოგვარტყამდა ხოლმე…

მეტირებოდა, ჩუმად გავიდოდი, ტირილს ვიწყებდი, ოთახში გამოვიკეტებოდი, იმიტომ, რომ დედა ჩემს სანახავად არ მოდიოდა… სხვა ბავშვებთან მოდიოდა, მაგრამ მე ეს ძალიან მაბედნიერებდა, არ მშურდა, ძალიან მიხაროდა.

მახსოვს, დედაჩემი ერთადერთხელ მოვიდა, იმის შემდეგ არ მოსულა. ბავშვთა სახლის აღმზრდელებისგან ვიცი, რომ დედა ერთხელ იყო, იმ პერიოდში მამა, სამწუხაროდ, დაჭერილი იყო.

როგორც დირექტორისგან და მასწავლებლებისგან გავიგე, დედას ჩემი ნახვა არ უნდოდა და როდესაც ურეკავდნენ, პასუხობდა: მე არ მინდა ჩემი შვილის ნახვა და მისი დაბრუნება“, – ჰყვება გიორგი გოგოჭური თამუნა მუსერიძის „პოდკასტში“.

@giorgigogochuriepatajur „სულ ვტიროდი… დედაჩემი ჩემს სანახავად არ მოდიოდა“ 💔 🎙️ პოდკასტი „ვეძებ“ — ემოციური მონაკვეთი. #გამოიწერეთჩემიგვერდი🙏❤ ♬ son original – كرة القدم في الزمن الجميل
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g