17 წლიანი ლოდინის შემდეგ ერთ-ერთ ულამაზეს ოჯახს ნანატრი შვილი შეეძინა.
საოცარ ამბავზე სიუჟეტი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ვიხილეთ.
„ღმერთმა გვაჩუქა და ჩემი სიცოცხლე ზუსტად იმ დღეს დაიწყო თავიდან, როდესაც ლილე დაიბადა. ყოველი დილა ბედნიერებით თენდება. ღმერთის რწმენა მუდამ მქონდა. ნათლული მყავს გარდაცვლილი და ლილე ერქვა. სულ მომწონდა ეს სახელი. საოცარი ემოცია მქონდა, როდესაც ეს ამბავი გავიგე“, – ამბობს ლილეს მამა.
საკუთარ ემოციებზე გვიყვება ლილეს დედიკოც.
„რწმენა არასდროს უნდა დაკარგო. უშვილო ქალი არ არსებობს, მთავარია უფლის გჯეროდეთ და აუცილებლად გახდებით დედა. ყველას ვგულშემატკივრობ, ვისაც შვილი არ ჰყავს. 17 წლის მანძილზე სულ ვიბრძოდი. დავხედე ტელეფონს და პასუხი დადებითი იყო. ისტერიკულად დავიწყე ტირილი. ვურეკავ გიორგის და ვეუბნები მამა გახდები მეთქი. დედობაზე დიდი გრძნობა არ არსებობს“, – ამბობს დედა.
