LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამა გიგა ლორთქიფანიძის მეგობარი იყო და პირდაპირ უთხრა, თუ მასში ნიჭს ვერ ხედავ, ჩემი ხათრით არ ჩააბარებინო, არ დამღუპოო“ – ბექნუ ქაფიანიძე

524
ბექნუ ქაფიანიძე

ბექნუ ქაფიანიძე, ცნობილი ქართველი მსახიობის ზურაბ ქაფიანიძის შვილი, ჟურნალ „თბილისელების“ სტუმარია.

მსახიობი მისი ცხოვრების ბევრ საინტერესო დეტალზე საუბრობს. გაიხსენა ის მომენტიც, როცა თეატრალურში აბარებდა.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.

„მამა სრულ თავისუფლებას მაძლევდა პროფესიის არჩევისას. გამოცდებამდე ერთი კვირით ადრე გადავწყვიტე თეატრალურში, სამსახიობოზე ჩაბარება. გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში ვიყავი, არაჩვეულებრივი ადამიანის, რომელიც დღეს ჩემი არამარტო მეგობარი, არამედ ჩემი უფროსი მეგობარია. მაშინ გიგა ლორთქიფანიძე იყო რექტორი. ყოველთვის მხიბლავდა და მომწონდა მსახიობობა, მაგრამ ეს პროფესია მანამდე არჩეული არ მქონდა. მოკლედ, თამამად შემიძლია ვთქვა, მამა საერთოდ არ დამხმარებია. პირიქით, მამას მეგობარი იყო და პირდაპირ უთხრა: თუ მასში ნიჭს ვერ ხედავ, ჩემი ხათრით არ ჩააბარებინო, არ დამღუპოო. მახსოვს, გამოცდებზე ისე ვნერვიულობდი, ვცახცახებდი, არ დამავიწყდება, გავიგონე, ბატონმა გიგამ გადაულაპარაკა ერთ-ერთ გამომცდელს, ახლა, რომ მამამისი ზურა გვიყურებდეს, როგორ ნერვიულობს მისი შვილი, რა დღეში ჩაგვყრიდა, ალბათ დაგვხოცავდაო. ჩავაბარე, გავყევი მამის კვალს და ასე დაიწყო ჩემთვის სტუდენტური ბედნიერი წლები“, – ამბობს ბექნუ ქაფიანიძე.

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ, ნახოთ ჟურნალში „თბილისელები“.

ვიდეო: „გულს რად მიკლავ“ – ზურა მანჯავიძის და ბექნუ ქაფიანიძის დუეტი

ვიდეო: „საუკეთესო შესრულება იყო“ – ბექნუ ქაფიანიძემ, როლანდ ოქროპირიძემ და ლაშა რამიშვილმა პირდაპირ ეთერში „ირინოლა“ იმღერეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g