LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეფრი ეპშტეინს ერთ-ერთი მსხვერპლისგან შვილი ჰყავდა – ლაბორატორია სახლში, გენური ინჟინერია და „იდეალური ქალის ქანდაკება“ – ახალი სკანდალური დეტალები

1664
page

მედიაში, ჯეფრი ეპშტეინის შესახებ ახალი, შოკისმომგვრელი დეტალები გავრცელდა. როგორც გაირკვა, შესაძლოა, ეპშტეინს ერთ-ერთი მსხვერპლისგან შვილი ჰყავდა.

გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაზარალებული ჩვენებაში აცხადებს, რომ ეპშტეინი პირადად უყვებოდა მას საკუთარი შვილის შესახებ და მას ბავშვის დედის ფოტოც კი აჩვენა.

დოკუმენტების მიხედვით, ქალმა, რომელიც აცხადებს, რომ 16 წლის ასაკიდან ძალადობის მსხვერპლი იყო, გამომძიებლებს მოუყვა, რომ ეპშტეინის ნიუ-იორკში მდებარე სასახლეში ერთ-ერთ ოთახში ქერა ქალის ფოტო ეკიდა. ის სანაპიროზე იყო გადაღებული. ფინანსისტმა ფოტოზე მიუთითა და თქვა: „ეს ჩემი შვილის დედაა“.

მისივე თქმით, ოთახში ასევე იდგა ქალის ქანდაკება, რომელიც, ეპშტეინის განმარტებით, სწორედ ამ ქალის მიხედვით იყო შექმნილი. ის მას „იდეალურ ქალს“ უწოდებდა.

გამოქვეყნებულ მასალებში ასევე აღმოჩნდა ფოტო, სადაც ჯეფრი ღიმილით ეხუტება ქერა ქალს მინი-კაბაში, რომელსაც ხელში ჩვილი უჭირავს. ფოტოზე ქალისა და ბავშვის სახეები დაფარულია. სხვა კადრებში კი ეპშტეინი თავად არის გადაღებული ჩვილთან ერთად.

ეს არ არის ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც მის შესაძლო მამობას მიუთითებდეს. ადრე გავრცელებულ წერილებში აღმოჩნდა გზავნილი იორკის ჰერცოგინიასგან, რომელმაც 2011 წელს ეპშტეინს შვილის დაბადება მიულოცა.

გარდა ამისა, სულ მცირე სამმა მსხვერპლმა განაცხადა, რომ ფინანსისტი მათგან შვილების გაჩენას ითხოვდა. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელმაც 2025 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თავის მემუარებში დაწერა, რომ ეს მოთხოვნა „საშინლად და სახიფათოდ“ მიაჩნდა, რადგან ეშინოდა, თუ რა ბედი ეწეოდა მის მომავალ შვილს.

კიდევ ერთმა დაზარალებულმა ჩვენებაში აღნიშნა, რომ ეპშტეინი არაერთხელ სთავაზობდა მას, მისი შვილის დედა გამხდარიყო.

მიუხედავად ამისა, ეპშტეინის ძმა, მარკ ეპშტეინი ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ფინანსისტს არასდროს ჰყოლია შვილები.

დოკუმენტებში ასევე საუბარია ეპშტეინის ინტერესზე „ევგენიკის“ მიმართ. იდეაზე, რომელიც ადამიანთა პოპულაციის „გაუმჯობესებას“ გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით გულისხმობს.

ზოგიერთი მსხვერპლი ამტკიცებს, რომ ეპშტეინის რანჩოზე გაღვიძებისას ლაბორატორიული მოწყობილობებით გარშემორტყმულ გარემოში აღმოჩნდა.

„ამ ფოტოების შემდეგ ეჭვი როგორ უნდა არსებობდეს? აშკარად ისაა!“ – მედიაში შოკისმომგვრელი ფოტოები ვრცელდება – ჯეფრი ეპშტეინი ცოცხალია?

ნაომი კემპბელის სახელი ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში 250-ზე მეტჯერ ფიგურირებს – საჯაროვდება ნაომის წერილი

ჯეფრი ეპშტეინი ცოცხალია? – მისი გარდაცვალების დოკუმენტი სიკვდილამდე ერთი დღით ადრე იყო შედგენილი – მედიაში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები