LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი საოცარი, იშვიათი ადამიანი, ჩემი ბებო წავიდა, დაგვტოვა, ამ სიტყვებით მეფერებოდა და ეს სითბო იყო თავად, მთელი ცხოვრება“ – ირმა გიგანი გარდაცვლილ ბებიაზე, ირმა ჩხეიძეზე

473
ირმა გიგანი

ცნობილ ფილოლოგს, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლეს, ირმა ჩხეიძეს, რომელიც 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები და მოქალაქეები ემშვიდობებიან.

„ჩემი დიდი სიყვარული წავიდა, ჩემი ბებიკო… ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც ბოლომდე მაცვიფრებდა აზროვნების თანამედროვეობით“ – ირინოლა ჩარკვიანი ბებიას, ირმა ჩხეიძეს ემშვიდობება

ირმა ჩხეიძეს საჯარო სტატუსს უძღვნის შვილიშვილი, თაკო ჩარკვიანის ქალიშვილი, პიანისტი ირმა გიგანიც.

ირმა გიგანი „ფეისბუკში“ ბებიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს მამუკა ჩარკვიანის და ეკა მამალაძის სიმღერის – „ანგელოზი ფრთიანი“ ფონზე, რომლის ტექსტის ავტორი სწორედ ირმა ჩხეიძეა.

„ჩემი საოცარი, იშვიათი ადამიანი, ჩემი ბებო, ირმა ჩხეიძე წავიდა, დაგვტოვა.

ამ სიტყვებით მეფერებოდა და ეს სითბო იყო თავად, მთელი ცხოვრება“, – წერს ირმა გიგანი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g