LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო! რამდენიც შესძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა არ დაგეტოვებინათ ამ დღეში, გზააბნეული და საკუთარი თავის მტრად ქცეული“ – სალომე ზურაბიშვილი

178
სალომე ზურაბიშვილი

გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო! რამდენიც შესძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა არ დაგეტოვებინათ ამ დღეში, გზააბნეული და საკუთარი თავის მტრად ქცეული, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, „ეს 40 დღე და მარხვის დარჩენილი დრო უთუოდ უმძიმესი იქნება, მაგრამ ნათელი გზის ბოლოს ყოველთვის ჩნდება“.

„გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო!

რამდენიც შესძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა არ დაგეტოვებინათ ამ დღეში, გზააბნეული და საკუთარი თავის მტრად ქცეული.

„მინდა მივუსამძიმრო ყველა ქართველს… რამდენიმე წუთის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ ღვთივ განისვენა“ – მეუფე შიო

მთელი თქვენი მოღვაწეობა სამ უმთავრეს მიზანს მიუძღვენით. პირველი, ცხადია, იყო ღმერთის მსახურება და სულიერების აღდგენა ქვეყანაში, სადაც საბჭოთა 70-წლიანმა მმართველობამ ქრისტიანობის ამოძირკვა სცადა და ნაწილობრივ შეძლო კიდეც. თქვენ აღადგინეთ საქართველოს ეკლესია არა მხოლოდ ტაძრებითა და წირვებით, არამედ რწმენითა და სულიერი სიმტკიცით.

მეორე თქვენი ურყევი მიზანი იყო საზოგადოების ერთობა, რადგან კარგად იცოდით, რომ ამ ქვეყნის ყველა მტერი, სწორედ ერთობის დაშლას, შიდა დაპირისპირებასა და ერის შინაგან დასუსტებას, თუ არა გატეხვას ისახავდა მიზნად.

მესამე მიზანი თქვენს ღრმა პატრიოტიზმსა და სახელმწიფოებრივ შეგნებაზე მეტყველებს. თქვენი აღსაყდრების პირველივე დღეებიდან იზრუნეთ იმაზე, რომ საქართველოს ყველა საზღვარზე ამოქმედებულიყო ქართული მონასტრები, ვით სულიერი დარაჯები. იქ, სადაც დღემდე სახელმწიფომ ვერ შეძლო აღიარებული და დაცული საზღვრების გამყარება, თქვენ ჯვრით გაამყარეთ ქართული მიწა და ამით გააგრძელეთ საქართველოს ეკლესიის საუკუნოვანი მისია – სახელმწიფო ერთობისა და დამოუკიდებლობის დაცვა.

აქ ვერ დავწერ ყველაფერს, რასაც ბევრი სხვა უკეთ იტყვის. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ამ დილით პარიზიდან მომწერა იქ დაბადებულმა ქართველმა გოგომ, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა. მან მკითხა: „როგორ არის ჩვენი პატრიარქი?“

თქვენო უწმინდესობავ, იყავით და მუდამ იქნებით ჩვენი პატრიარქი.

„ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი აერთიანებდა ჩვენს ხალხს – ვუსამძიმრებთ ეკლესიას და ერს ამ უდიდეს დანაკარგს“ – ბიძინა ივანიშვილი

ახლა, როგორც არასოდეს, თქვენი ლოცვა დაგვჭირდება, რათა ქართულმა ეკლესიამ და ქართველმა ერმა გადალახოს ის ურთულესი პერიოდი, რომელიც წინ გვიდგას. ეს 40 დღე და მარხვის დარჩენილი დრო უთუოდ უმძიმესი იქნება, მაგრამ ნათელი გზის ბოლოს ყოველთვის ჩნდება.

მშვიდობით, ჩვენო პატრიარქო – უფლის მადლი გფარავდეთ!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g