LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მამის გარდაცვალების შემდეგ, მეორე დღეს შემთხვევით მოვხვდით უწმინდესთან, სიონში… მან საოცარი სიტყვები გვითხრა…“ – გელა დონაძის 26-წლიანი ურთიერთობა საქართველოს პატრიარქთან

420
გელა დონაძე

გელა დონაძე „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ იხსენებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან 26-წლიან მეგობრობას. უწმინდესმა ის ქორწილის წინ თავად დალოცა და შესთავაზა, რომ მეორე სართულზე საპატრიარქოში აღენიშნათ ეს დღე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე დალოცა გელა დონაძისა და ანუკი ცქვიტინიძის გოგონა, მარიამი, რომლის კადრებიც ცოლ-ქმარმა მცირე ხნის წინ გაავრცელა.

როგორი იყო მასთან პირველი შეხვედრა:

„უწმინდესთან ყველა ჯერზე მიახლება ისეთი იყო, როგორიც პირველ ჯერზე… 26 წელი გავიდა ზუსტად, რაც უწმინდესის გვერდით ვართ და მისი კალთის ქვეშ ვიზრდებით. ჩვენი ისტორია იწყება ასე – 2000 წელს, მარტის თვეში, მამა გარდამეცვალა. მამის დაკრძალვის შემდეგ, მეორე დღეს, მოვხვდი უწმინდესთან, სიონში, საკურთხეველში. მოვისმინე საოცარი სიტყვები, მამის გარდაცვალებამ და განსაცდელმა ეკლესიაში მოგიყვანათ, ჩვენ კი მგალობლები გამოგვიგზავნაო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g