ჟურნალისტის, სოციალური პროექტის „ვეძებ“ ავტორის, თამუნა მუსერიძის პოდკასტის „ვეძებ“ გასულ ეპიზოდს მომღერალი, ჯგუფ „ფორტეს“ წევრი ზურა მანჯავიძე სტუმრობდა.
ზურა მანჯავიძემ პოდკასტში ისაუბრა გაშვილებული ძმის შესახებ, რომლის არსებობაც მისმა ოჯახმა მრავალი წლის შემდეგ შეიტყო.
როგორც ზურა მანჯავიძე აღნიშნავს, მას და მის დედმამიშვილებს ეგონათ, რომ ექვსნი იყვნენ, თუმცა შვიდნი აღმოჩნდნენ.
„მე მეოთხე შვილი ვარ, ჩემი ძმა ჩემს შემდეგ გაჩნდა, ანუ მეხუთე შვილი იყო. მას შემდეგ დედაჩემს კიდევ 2 შვილი შეეძინა. გვეგონა, 6 დედმამიშვილი ვიყავით და აღმოვჩნდით შვიდნი.
ამ მშობიარობაზე [მეხუთე შვილზე] დედაჩემს მძიმე მშობიარობა ჰქონდა, დაემართა კლინიკური სიკვდილი და გაითიშა, ამით ისარგებლეს და უთხრეს, რომ ახალშობილი გარდაიცვალაო… დედას უთხრეს, რომ ბავშვი მშობიარობის პროცესში გარდაიცვალაო. რადგან მძიმე მშობიარობა ჰქონდა და თვითონაც ძლივს გადარჩა, ყველამ ადვილად დაიჯერა.
ბავშვობაში ამის შესახებ არ ვიცოდი, მაშინ მეც ძალიან პატარა ვიყავი, ჩვენ შორის ასაკში სხვაობა 2 წელია. ჩემმა უფროსმა დედმამიშვილებმა იცოდნენ…
მე ეს ყველაფერი გავიგე მას შემდეგ, რაც გოჩა [გაშვილებული ძმა] გამოჩნდა. ისიც არ ვიცოდი, რომ ჩემი დაბადების შემდეგ დედამ იმშობიარა და ბავშვი გარდაეცვალა. ეს იმდენად მძიმე იყო დედასთვის და ოჯახისთვის, რომ საერთოდ არ გვეუბნებოდნენ არც მე და არც ჩემს შემდგომ დაბადებულ ორ ძმას ამის შესახებ“, – აღნიშნა ზურა მანჯავიძემ.
„გილოცავ, მეგობარო, საოცარი ადამიანი ხარ, ბედნიერება შენ“ – ზურა მანჯავიძე იუბილარია
