რამდენიმე კვირის წინ საზოგადოება ვიზაჟისტისა და „ტიკტოკერის“ ლიკა გაგნიძის მხარდასაჭერად გაერთიანდა.
ლიკა გაგნიძემ, რომელიც საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ სიმსივნესთან ბრძოლის დროს გაიცნო, ახლახან განაცხადა, რომ სიმსივნესთან ბრძოლას ხელახლა იწყებს.
მას შემდეგ, ლიკა გაგნიძე გულშემატკივრებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ინტენსიურად უზიარებს.
ახლახან, ლიკამ სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ საკუთარი ფოტო და მორიგი მიმართვა გაავრცელა.
„ყოფილან ადამიანები, რომლებსაც უკვირთ, მომაკვდავი რომ ვერ დამინახეს. ღმერთს ვთხოვ, ეგ ფიქრები მოგაშოროთ და მოგიტევოთ. იმისთვის ვიბრძვი ზუსტად, რომ მყარად ვიდგე ფეხზე და იმ მდგომარეობამდე არ მივიდე, რომ დავეცე…
თქვენ მე მეხმარებით, რომ ვიმკურნალო თურქეთში, მე კი რამდენ წელსაც ვიცოცხლებ, დავეხმარები ადამიანებს, ეს არის ჩემი მიზანი და პირობა“, – წერს ლიკა გაგნიძე.

