„ასორტი“ მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების განებივრებასა და წახალისებაზე. სწორედ ამ მიზნით განსაკუთრებული სააღდგომო დესერტები შექმნა – დახვეწილი დიზაინის პასკები, ტორტები, ფრანგული შოკოლადის კვერცხები და ხელნაკეთი ორცხობილები ნებისმიერ სუფრას გაალამაზებს და კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის.

პასკის გარეშე აღდგომის დღესასწაული წარმოუდგენელია!
„ასორტში“ პასკის მზადების ტრადიცია უკვე 17 წელს ითვლის. საზეიმო ნუგბარის ნოტიო, ჰაეროვანი გემო და თავბრუდამხვევი სურნელი განსაკუთრებულ განწყობას ქმნის. საოჯახო რეცეპტურა და ცხობის გამორჩეული ტექნოლოგია – ეს „ასორტის“ ტრადიციული პასკაა, ბავშვობის დაუვიწყარი გემოებით.
სააღდგომო შეთავაზებების სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ასევე, „ასორტს“ აქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი და სასიამოვნო სიახლე!
განახლებული ვებგვერდი, საიდანაც მარტივად და კომფორტულად შეძლებთ არამხოლოდ სააღდგომო პროდუქციის, არამედ „ასორტის“ სრული ასორტიმენტის შეკვეთას სახლიდან გაუსვლელად.

ეწვიეთ ვებგვერდს www.assorti.ge და ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებებით თქვენს საყვარელ პროდუქტებზე!
(R)
