LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის პასკა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო – ექიმის განმარტება

354
2026-04-13_23-03-08_651288

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წარმოუდგენელია პასკის გარეშე, თუმცა ექიმი გიორგი ღოღობერიძე ამჯერად მხოლოდ მის ერთ-ერთ ინგრედიენტზე, ქიშმიშზე საუბრობს.

„ალბათ ძნელად ნახავთ ადამიანს, რომელსაც პასკა არ უყვარს. ტრადიციულად, პასკა ქიშმიშით, გნებავთ ჩამიჩით მზადდება, რომელიც ყურძნის გამომშრალი მარცვლებია. ქიშმიშს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, თუმცა მე გამოვყოფდი სამ ნივთიერებას, რომლით ორგანიზმის მომარაგებასაც ქიშმიში უზრუნველყოფს.

  1. ვიტამინი B2 – ქიშმიში დიდი რაოდენობით B2 ვიტამინს შეიცავს, რომელიც ცნობილია, როგორც „რიბოფლავინი“. ქიშმიშში ბევრია გლუკოზა და ფრუქტოზაც. ვიტამინი B2, იგივე „რიბოფლავინი“ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი, რომელიც განსაკუთრებით სჭირდება მიტოქონდრიებს. სწორედ მისგან მიიღება ატფ, უჯრედის ნებისმიერი ფუნქციის ენერგიით უზრუნველყოფის უშუალო წყარო. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიტამინი B2 ენერგიის სერიოზული წყაროა. როცა ადამიანს მისი ნაკლებობა აქვს, მას უჩნდება ნახეთქები ტუჩის კუთხეებზე ან უვითარდება ქეილიტი, ტუჩების ანთებითი დაავადება. შეიძლება B2 ვიტამინის ნაკლებობის ფონზე გაჩნდეს სტომატიტიც და დაქვეითდეს ერითროციტების რაოდენობაც. ქიშმიშის ყოველდღიურად მიღება ადამიანს უზრუნველყოფს ვიტამინ B2-ის დღიური ნორმით.
  2. ვიტამინი B6 – ეს ვიტამინი, იგივე „პირიდოქსინი“ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიტოქონდრიების, არამედ თავის ტვინის ნეირონების მედიატორების სინთეზისთვისაც. ყველა მათგანის წარმოქმნას, მათ შორის ბედნიერების ჰორმონის, სეროტონინის სინთეზს, სჭირდება ვიტამინი B6. გარდა ამისა, ეს ვიტამინი დიდ როლს თამაშობს ჰემოგლობინის სინთეზში, ამიტომ ის გამოდგება ერითროციტების ხარისხის გასაუმჯობესებლად. როცა ადამიანს აკლია ვიტამინი B6, მას იგივე ნიშნები უჩნდება, რაც B2-ის დეფიციტის შემთხვევაში იჩენს თავს. ასევე ხშირია ამ დროს ნეიროპათიები და ძილიანობისკენ მიდრეკილება.
  3. კალიუმი – ყველაზე სასარგებლო კალიუმი იმ ადამიანებისათვის არის, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს. კალიუმით მდიდარი საკვები ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან კარგი საშუალებაა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g