LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღვთისნიერი ექიმი და კეთილშობილი პიროვნება იყო“ – ცნობილია წყალტუბოში გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ვინაობა, ქალი სასწრაფოს ექიმი იყო

955
გარდაცვლილი ცოლ-ქმარი

წყალტუბოში, საცხოვრებელ ბინაში ნაპოვნი გარდაცვლილი ქალი და მამაკაცი ცოლ-ქმარი, ნინო კიკალიშვილი და ილარიონ ქათამაძე არიან.

წყალტუბოში, ბინაში ქალის და მამაკაცის ცხედრები იპოვეს

არსებული ინფორმაციით, ნინო კიკალიშვილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი იყო.

როგორც ადგილობრივ მედია Megat TV-სთან ახლობლები აღნიშნავენ, გარდაცვლილ ქალს ვერ უკავშირდებოდნენ, რის შემდეგაც ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს, კარის შემტვრევის შედეგად კი ქალი და მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

„ღვთისნიერი ექიმი იყო“, „ძალიან კარგი და კეთილშობილი ადამიანი იყო“, „ძალიან დასანანია“ – წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

magti 5g