LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯანსაღი მამა არ ნიშნავს იდეალურ ადამიანს, არამედ იმას, ვინც ემოციურად ხელმისაწვდომია და ადეკვატურ საზღვრებს აწესებს“ – ფსიქოლოგის საინტერესო ანალიზი მამის როლზე გოგოს ცხოვრებაში

1262
2026-03-30_00-01-36_555108

ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს გვიზიარებს, რომელიც გოგოს ცხოვრებაში მამის როლის მნიშვნელობას ეხება.

„მამის როლი გოგონას ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური და მრავალშრიანია. თუ დედა სიმბოლურად „შიდა სამყაროსთან“, ემოციურ უსაფრთხოებასა და ბაზისურ ნდობასთან ასოცირდება, მამა არის ხიდი გარე სამყაროსთან. ის არის პირველი „მამაკაცი“, რომელიც ეხმარება ბავშვს დედასთან სიმბიოზური კავშირის გაწყვეტაში და სოციუმში გასვლაში.

ჯანსაღი მამა არ ნიშნავს იდეალურ ადამიანს, არამედ იმას, ვინც ემოციურად ხელმისაწვდომია და ადეკვატურ საზღვრებს აწესებს.
მამის მზერა არის პირველი სარკე, რომელშიც გოგონა თავის ქალურობას ხედავს.
როდესაც მამა აღფრთოვანებულია შვილის მიღწევებით, აღიარებს მის სილამაზესა და ინტელექტს (ყოველგვარი სექსუალიზაციის გარეშე), გოგონას უყალიბდება განცდა: „მე ვარ ღირებული და საკმარისი“.

მამა ასწავლის გოგონას, სად მთავრდება ის და სად იწყება სხვა. ეს არის „დამცავი ფარი“, რომელიც შვილს აძლევს გამბედაობას, იყოს ცნობისმოყვარე და რისკიანი.
კვლევები აჩვენებს, რომ მამასთან ჯანსაღი კონტაქტი პირდაპირ კავშირშია გოგონას წარმატებასთან კარიერასა და ლოგიკურ აზროვნებას. მამა ხშირად არის ის, ვინც ახალისებს „გამოწვევებს“

მამა ხდება ეტალონი იმისა, თუ როგორ უნდა ეპყრობოდეს მამაკაცი ქალს. თუ მამა პატივს სცემს დედას და შვილს, გოგონა მომავალში ქვეცნობიერად მხოლოდ ასეთ პარტნიორს „ამოიცნობს“ როგორც უსაფრთხოს.
გოგონა, რომელმაც ვერ მიიღო მამისგან აღიარება, შესაძლოა მთელი ცხოვრება ცდილობდეს ამ დანაკლისის შევსებას მამაკაცებისგან. ეს ხშირად ვლინდება „პოპულარობის“ ძიებაში ან ტოქსიკურ ურთიერთობებში გაჩერებაში, ოღონდ არ იყოს მიტოვებული.
ზოგჯერ დეფიციტი კომპენსირდება ჰიპერ-წარმატებულობით. ქალი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის იმსახურებს სიყვარულს, რადგან ქვეცნობიერად სჯერა, რომ ისეთი, როგორიც არის, მამისთვის არ იყო საკმარისი.

თუ მამა იყო არაპროგნოზირებადი ან ცივი, ზრდასრულ ქალს უჭირს ემოციური სიახლოვე.
ის ან გაურბის ურთიერთობებს (დისტანცირება), ან ხდება ზედმეტად კონტროლიორი (შიში, რომ მასაც მიატოვებენ).
დეფიციტი ხშირად ილექება სხეულში როგორც საყრდენის ნაკლებობა, მუდმივი მზადყოფნა „თავდაცვისთვის“ ან სუნთქვის ზედაპირულობა.
( ჭარბი წონა, ხერხემლის პრობლემები, სახსრების ტკივილი …)
ვისაც ეს გამოცდილება აკლია, ხშირად უწევს საკუთარ თავში (შინაგანი მამის) გაზრდა იმ რესურსის პოვნა, რომელიც დაეხმარება, რომ თავად გახდება საკუთარი თავის საყრდენი, სტრუქტურა და დამცველი.

ამის კომპენსირება, „გამოჯანმრთელება” , გაჯანსაღება სავსებით შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ თერაპიული გზით.
დაიმახსოვრეთ, მამა არ არის მხოლოდ „ოჯახის თავი“ ან „მარჩენალი“.
მამა არის პირველი მამაკაცი, რომელიც გოგონას სულში საკუთარი თავის რწმენის თესლს თესავს.
თუ მამებს მივმართავდი, როგორც ფსიქოლი, ჩემი რეკომენდაციები არა მხოლოდ ქცევას, არამედ იმ ენერგეტიკულ და ემოციურ ანაბეჭდს შეეხებოდა, რომელსაც ისინი შვილის ქვეცნობიერში ტოვებენ.

იყავით ის კაცი, რომლის მსგავსსაც უსურვებდით თქვენს შვილს გვერდით.
თქვენ არ აშენებთ მხოლოდ სახლს ან კარიერას. თქვენ აშენებთ თქვენი შვილის შინაგან სამყაროს. ერთ დღეს, ის გაიზრდება და სადღაც, შორეულ ქვეყანაში ან რთულ სიტუაციაში, როცა საკუთარ თავში ეჭვი შეეპარება, მას თქვენი ხმა გაახსენდება…
დარწმუნდით, რომ ეს ხმა იქნება მოსიყვარულე, გამამხნევებელი და რწმენით სავსე“, – წერს ფსიქოლოგი.

„ჩვენ უნდა ვიყენებდეთ სოციალურ ქსელებს, როგორც ინსტრუმენტს და არა სოციალური ქსელები გვიყენებდნენ ჩვენ, როგორც რესურსს…“ – რა ხერხებით შეიძლება, ადამიანი სოცქსელებისგან დისტანცირდეს, რას ამბობს ფსიქოლოგი, ნინი დგებუაძე

„რატომ სჭირდებათ ადამიანებს იმ ცხოვრების დემონსტრირება სოციალურ ქსელებში, რომელიც არ აქვთ? სხვის მანქანაში პოზიორობა, ფოტოები მხოლოდ ლამაზ ლოკაციებზე, სხვისი სახლი…“ – ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე „ფეისბუქ“-მოწონებაზე, როგორც დროებით დამამშვიდებელზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g