მადრიდის „რეალი“ პირველ ადგილზე გადავიდა ისტორიაში „ოქროს ბურთის“ მფლობელების მხრივ.
ისინი უკვე შვიდნი არიან.
როგორც იცით, 2018 წლის „ოქროს ბურთი“ „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩი ჩაიხუტა.
ხორვატი „სამეფო კლუბის“ მეშვიდე ფეხბურთელია, რომელმაც „ოქროს ბურთი“ აიღო.
მანამდე ეს პრესტიჟული ჯილდო მოუგიათ ალფრედო დი სტეფანოს (1957, 1959), რაიმონ კოპას 91958), ლუიშ ფიგუს (2000), ბრაზილიელ რონალდოს (2002), ფაბიო კანავაროს (2006) და კრიშტიანო რონალდოს (2013, 2014, 2016, 2017).
„რეალმა“ გაუსწრო „ბარსელონას“, „იუვენტუსს“ და „მილანს“, რომელთა ისტორიაში 6-6 გამარჯვებულია.
„ოქროს ბურთების“ საერთო რაოდენობით „რეალი“ „ბარსელონას“ გაუთანაბდრა – 11 ბურთი.
მოდრიჩმა კრიშტიანოს და მესის ჰეგემონია შეწყვიტა, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში 5-5-ჯერ იგებდნენ „ოქროს ბურთს“.