„გარდენიას“ მფლობელი, ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ეხმაურება საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, რომელიც „გარდენიას“ ყოფილი თანამშრომლის მიერ, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოს მოჰყვა.
აღნიშნულ ვიდეოში, „გარდენიას“ ყოფილი თანამშრომელი ჰყვება ინციდენტზე, რომელიც, მისი თქმით, მასსა და ზურა შევარდნაძეს შორის მოხდა. როგორც ქალბატონი ამბობს, ის „გარდენიაში“ ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ, ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.
„დაწერეთ მეგობრებო, დაწერეთ..
მზად ვარ ლანძღვის, შეურაცხყოფის, გინების, წყევლის ასატანად.
იმდენი სიყვარული მიმიღია ადამიანებისგან, ერთ კაცს კი არა, ასს ეყოფა ცხოვრების ბოლომდე აწი რომ ერთი საქებარი სიტყვაც აღარ გავიგონო აღარასოდეს.
თუ კი გეწყინათ, შეგშურდათ, შეგეხარბათ, არ მოგეწონათ, არ გესიამოვნათ, არ გეამათ, გეძვირათ, გეზედმეტათ, დაწერეთ, დაწერეთ, ამოთქვით, ცოტა მოგეშვებათ და უკეთ გახდებით. არც ერთ კომენტარს არ წავშლით, ესეც ისტორიაა. დაწერეთ, დამარიგეთ, ვის ბოდიში მოვუხადო და ვის მადლობა გადავუხადო, დაწერეთ, მასწავლეთ ჭკუა და ზრდილობა…
გაზაფხულია, ნეტა კი მეცალოს დასაჯდომად და სანერვიულოდ, გაზაფხულია, გაზაფხულია, საჩვენო ამინდია..
სპეცოპერაცია „მადონა“ რომ მორჩება, ამაზე თუ მოისურვებთ, მერე გიამბობთ. ახლა შრომის დროა, გაზაფხულია.
დაწერეთ, დაწერეთ…“ – წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.
დაწერეთ მეგობრებო, დაწერეთ.. მზად ვარ ლანძღვის, შეურაცყოფის, გინების, წყევლის ასატანად. იმდენი სიყვარული მიმიღია…
Posted by Gardenia Shevardnadze • გარდენია შევარდნაძე on სამშაბათი, 31 მარტი, 2026
ზურა შევარდნაძის აღნიშნულ სტატუსამდე, „ფეისბუკში“ პოსტი გამოაქვეყნა „გარდენიას“ მენეჯერმა, სოფიო ჯოლოხავამ.
„უკვე რამდენიმე დღეა, თვალს ვადევნებ სოციალურ ქსელში ზურაბ შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართულ, გამაოგნებელ კამპანიას და ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალე, როგორც პროცესში უშუალოდ ჩართულმა და ჩვენს ბაღში დასაქმების მსურველთა მიერ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე პასუხისმგებელმა პირმა, გაგიზიაროთ დეტალური ინფორმაცია, ქალბატონ მადონას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც გამოვაცხადეთ სეზონური დამხმარის ვაკანსია, ეს ქალბატონი მოვიდა გასაუბრებაზე და რა თქმა უნდა, მას განვუმარტეთ, რა ფუნქცია-მოვალეობებს გულისხმობდა ეს კონკრეტული პოზიცია და როგორც სხვა დანარჩენს, მასაც შევთავაზეთ ანაზღაურება, 8 საათიან სამუშაო დღეში 100 ლარის ოდენობით, მიუხედავად იმისა, გავუფორმებდით თუ არა ხელშეკრულებას.
კუთვნილი ჰონორარი ქალბატონს იმთავითვე გადავუხადეთ. მე, როგორც პასუხისმგებელი პირი, ვაკვირდებოდი მის საქმიანობას და რამდენიმე დღის შემდეგ, ბატონ ზურაბ შევარდნაძეს გავუზიარე ჩემი მოსაზრება, დასაქმების მსურველთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რაც ამ კონკრეტული პოზიციისთვის იყო საჭირო და მეტიც, აუცილებელი. შესაბამისად, ჩვენი მოსაზრება და გადაწყვეტილება ქალბატონ მადონას არაერთხელ განვუმარტე და დავემშვიდობეთ. შემდეგ, პერმანენტულად მწერდა როგორც ე.წ პირად მესენჯერში, ასევე გვწერდა „გარდენია შევარდნაძის” გვერდზე და რბილად რომ ვთქვა, საკმაოდ უხეში ფორმით, ერთგვარი ზეწოლის მოხდენის მცდელობაც კი ჰქონდა, დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო – არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს იყო დღის საათები თუ მაგალითად შუა ღამის 02.00 საათი, გაუთავებლად განაგრძობდა ჩვენს დამუნათებას. რა თქმა უნდა, პასუხს მოთმინებით და კეთილი სურვილებით ვუბრუნებდით და ცოტა უხერხულიც კია, რომ ამაზე ახლა ხაზგასმა გვიწევს.
ვინაიდან ეს კომუნიკაცია არ აღმოჩნდა საკმარისი, ბატონმა ზურამ გვთხოვა, რომ მოსულიყო ქალბატონი მადონა, რათა თავად პირადად აეხსნა მიზეზი და კიდევ ერთხელ განგვემარტა მისთვის ჩვენი გადაწყვეტილება. ცხადია, დავხვდით აბსოლუტურად კეთილგანწყობილნი და სრული მზაობით, დაუზარლად, კიდევ ერთხელ აგვეხსნა ჩვენი პოზიცია. ვუხსნიდით საკმაოდ დიდ ხანს, რა გვჭირდებოდა ჩვენ და რას ვერ ასრულებდა ქალბატონი. ალბათ დამეთანხმებით, რომ გვაქვს უფლება, თავად მივიღოთ გადაწყვეტილება, კონკრეტულ ვაკანსიაზე მსურველის დასაქმების შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, არგუმენტებს დაუზარლად წარვუდგენდით. ამის მიუხედავად, ქალბატონი მადონა გვაქვს ეჭვი, რომ დაგეგმილი პროვოკაციული სცენარის ფარგლებში, განაგრძობდა მუქარას და ამ დროს, ზოგჯერ სამწუხაროდ, ძალიან რთულია მოახერხო ბოლომდე თავის შეკავება. აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ქალბატონი მხოლოდ რამდენიმედღიანი, გამოსაცდელი ვადით იყო ჩვენთან, არ გახლდათ „გარდენიას“ თანამშრომელი. მინდა გითხრათ ისიც, რომ ამ დრომდე მაქსიმალურად თავს ვიკავებდით დეტალებზე საუბრისგან, თუმცა აღარც გაჩუმება შეიძლებოდა. და ბოლოს, რა თქმა უნდა ვისურვებ, რომ ასე ხელაღებით, დაუნდობლად არ შეგვეძლოს ტალახი ვესროლოთ ადამიანებს. ყველას გისურვებთ წარმატებას! ჩვენთვის ძალიან ძვირფასია თითოეული მშრომელი ადამიანი!“ – დაწერა სოფიო ჯოლოხავამ.
უკვე რამდენიმე დღეა, თვალს ვადევნებ სოციალურ ქსელში ზურაბ შევარდაძის წინააღმდეგ მიმართულ, გამაოგნებელ კამპანიას და…
Posted by Sofio Jolokhava on სამშაბათი, 31 მარტი, 2026
რაც შეეხება თავად „გარდენიას“ ყოფილი თანამშრომლის განცხადებას, ის აღნიშნულ ვიდეოში ამბობს:
„დავიწყე გარდენია შევარდნაძესთან მუშაობა. ჩემს მოვალეობაში შედიოდა გარე სივრცეში ყვავილების მოწესრიგება, სალარო აპარატთან ხალხის მომსახურება, მარაგის გამოლევის შემთხვევაში, პომიდვრის და მარწყვის ჩითილების ამოტანა. იყო 8-საათიანი გრაფიკი და გვიხდიდნენ 100 ლარს.
თავიდანვე ამიყვანეს საცდელი ვადით, ერთი კვირა. ერთი კვირის შემდეგ თვითონ რომ არ მომწერეს, მენეჯერს მე მივწერე და ვკითხე, ჩემს საქმესთან დაკავშირებით რა ხდება-მეთქი. მომწერეს: „უნდა დაგემშვიდობოთ“.
ძალიან გამიკვირდა, მიზეზი მაინტერესებდა და „გარდენიაში“ მივედი – რადგან ზურამ ამიყვანა სამსახურში, მისგან გამეგო გათავისუფლების მიზეზი.
შევედით კაფის შიდა სივრცეში. მშვიდად ვკითხე, გათავისუფლების მიზეზი რა არის-მეთქი? მეუბნება: „საკმარისი არ არის, არას რომ გეუბნებით?“, ვუთხარი: არა, მაინტერესებს მიზეზი ვიცოდე-მეთქი. მაგიდაზე ხელი დამიბრახუნა და „გაა….“ აქედანო“ – მითხრა“ – ამბობს მოქალაქე ვიდეოში.
@kvali_n1 არასდროს მოითმინოთ უსამართლობა,არაფრის ფასად!!!!
♬ оригинальный звук – კვალი
