LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერძნული ავიაკომპანია Sky Express საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს – თბილისსა და ჰერაკლიონს შორის ფრენა კვირაში ერთხელ შესრულდება

150
Sky Express

მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ბერძნული ავიაკომპანია Sky Express ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე იფრენს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ახალ პირდაპირ მიმართულებაზე ფრენები 6 ივლისიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით – ყოველ სამშაბათს შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.

Sky Express-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2024 წელს შემოვიდა. დღეისათვის ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g