LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ, თურქეთის შეიარაღებული ძალების კიბერთავდაცვის სარდლობის წარმომადგენლებს უმასპინძლა

298
თავდაცვის სამინისტრო

თურქეთის კიბერთავდაცვის სარდლობის მეთაურს, პოლკოვნიკ მეთინ დურმაზსა და კიბერმხარდაჭერის ბატალიონის მეთაურს, მაიორ ჩაღრი ქაიოღლუს, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ლუკა მგელაძე შეხვდნენ.

შეხვედრის დროს, ქართულმა მხარემ თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს მისია და საქმიანობა გააცნო. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კიბერთავდაცვის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აღინიშნა კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობა. მხარეებმა ასევე განიხილეს კიბერსივრცის, როგორც ოპერატიული განზომილების მნიშვნელობა და შეთანხმდნენ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.

ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების კიბერთავდაცვის სარდლობის წარმომადგენლები და თურქეთის სამხედრო ატაშე საქართველოში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრშიც (JTEC) იმყოფებოდნენ, სადაც ცენტრის შესაძლებლობებს გაეცნენ და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g