ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, კაიროსა და ბათუმს შორის იწყებს ოპერირებას.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ფრენები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში განხორციელდება – კაირო-ბათუმი-კაიროს საჰაერო ხაზზე არარეგულარული (ჩარტერული) რეისები, 30 ივნისიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აქამდე არასოდეს განხორციელებულა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Air Cairo-ს ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 30 მარტს მიანიჭა.
დღეისთვის, Air Cairo ფრენებს შარმ ელ შეიხსა და თბილისს შორის კვირაში 1 სიხშირით ასრულებს.
