LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან მაჭავარიანი: „მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება“

126
ლევან მაჭავარიანი

„მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულად რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი ყოველთვის აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება ეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ შეკითხვას უპასუხა.

ტატა ხვედელიანი: „ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძის მთავრობის დელეგიტიმაცია მოაწყო – ამ ფონზე კობახიძის მხრიდან ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, თანამდებობა დატოვოს!“

ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას ბიზნეს ცენტრში უმასპინძლა

ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოში „ნაყოფიერი ვიზიტისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა, რაც სასიკეთო და სარგებლის მომტანია ორივე ქვეყნისათვის“.

მისი თქმით, „ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვის, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების მთავარი გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი“:

„ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ალიევს შეხვედრები ჰქონდა ჩვენს პრეზიდენტთან, ჩვენს პრემიერ-მინისტრთან და ბიძინა ივანიშვილთან. ყველასთან ცალ-ცალკე გაიარა ის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის. მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულად რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება. მისი პასუხისმგებლობა და როლი ყოველთვის აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება ეს. რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობას და როლს, ეს პასუხისმგებლობა და როლი ყოველთვის უფრო განსხვავებულ ხარისხშია, ვიდრე რომელიმე კონკრეტულ პოზიციას შეესაბამება. მნიშვნელობა არა აქვს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იქნებოდა შემოსული, შემოვიდა და კონკრეტულ თანამდებობას იკავებდა თუ არა. ხვალ რომ პოლიტიკიდან გავიდეს, მაინც მისი როლი და მისი პასუხისმგებლობა არის სხვა ხარისხში. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების და განმტკიცების, ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვის, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების მთავარი გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი, თუ პერსონებამდე დავალთ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ირაკლი კობახიძესთან და მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ, “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. ალიევი ივანიშვილს თბილისის ბიზნესცენტრში შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g