LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და მიიმალა, 53 წლის მსხვერპლი ადგილზე გარდაიცვალა“ – შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 43 წლის მამაკაცი დააკავა

460
დაკავება - მკვლელობა მცხეთაში

მცხეთაში მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე – 1973 წელს დაბადებულ პირს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად პირი ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული – 1983 წელს დაბადებული პირი, დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

magti 5g