მონაზონი დედა სიდონია [ყაჭიაშვილი] „ფეისბუკის“ გვერდზე – დედა სიდონიას ხელნაკეთი ნამუშევრები – პატრიარქ ილია მეორესთან დაკავშირებულ ამბავს იხსენებს.
დედა სიდონია ჰყვება მის მიერ შექმნილ, მარგალიტებით ნაქარგ სამაჯურზე, რომელიც პატრიარქს უსახსოვრა, პატრიარქმა კი ის მოგვიანებით მომრერალ ნანი ბრეგვაძეს უსახსოვრა.
„როდესაც ჩემი ნაკეთობები დავიწყე, ეს ქართული ნაქარგობა თანამედროვე აქსესუარებში, ვაცნობიერებდი, რომ თვითნებობა არაფერში არ შეიძლება. ხელოვნება, ხელსაქმე კია, მაგრამ როდესაც უკვე ბრენდს ქმნი და უცხოეთში ფიქრობ, რომ ის გავიდეს, თან მონაზონი რომ ხარ, პირველმა იერარქმა, რომელი ეკლესიის სახელითაც პოზიციონირებ, უწმინდესმა უნდა იცოდეს და მასთან მივედი. ჩემი შექმნილი ხელის დიდი ლამაზი სამაჯური მარგალიტებით ნაქარგი წავუღე. საპატრიარქოში, ასე მუხლებთან ვეჯექი, მერე დავიჩოქე და ნამუშევარი ვაჩვენე, ასე მოვიფიქრე, უწმინდესო. ქართული-ტრადიციული ნაქარგობა, ქართული სული ასე თანამედროვე ფორმებით გადმოვეცი-მეთქი და სამაჯური ვაჩუქე… ძალიან მალე ქალბატონი ნანი ბრეკვაძის 80 წლის იუბილე იყო. ქალბატონი ნანი და მე დიზაინერ დათუნა სულიკაშვილთან აღმოვჩნდით. ის ჩემს კატალოგს ათვალიერებდა და უი, ჩემი სამაჯურიო. ის სამაჯური სულ ორი ცალი მქონდა შექმნილი – ერთი გერმანიაში იყო და ერთი უწმინდესს რომ ვაჩუქე.
საიდან გაქვთ-მეთქი? პატრიარქმა მაჩუქაო 80 წლის იუბილეზეო… ესეც ჩემი ისეთი კავშირი იყო პატრიარქთან. იმდენად სერიოზულად და სიყვარულით მიიღო ჩემი ნაკეთობა, აი, რაღაცნაირად ბეჭედს რომ დაუსვამს შენს წამოწყებას, რომ ნანის, ასეთ ქალბატონს 80 წლის იუბილეზე აჩუქებს“, – წერს დედა სიდონია და დავით ჭალიძის მიერ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
– როდესაც ჩემი ნაკეთობები დავიწყე, ეს ქართული ნაქარგობა თანამედროვე აქსესუარებში,…
Posted by დედა სიდონიას ხელნაკეთი ნამუშევრები on ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
