„ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“ დადგა, არც „უნგრული გაზაფხული“ და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება, ისინი განულებულები არიან“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
გორდულაძის სიტყვებით, „ოპოზიციას მიზნად მხოლოდ დასახული აქვს, რომ რევოლუციური სცენარებით ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ ცალ ფეხზე დგომით შეასრულონ პატრონების დავალებები“.
„ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“ დადგა, არც „უნგრული გაზაფხული“ და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება, იმიტომ რომ განულებულები არიან, რადგან არ უსმენენ ქართველ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს.
მიზნად მხოლოდ დასახული აქვთ, რომ რევოლუციური სცენარებით ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ „ცალ ფეხზე დგომით” შეასრულონ პატრონების დავალებები. სწორედ ამიტომ, ყოველთვის დამარცხდებიან ისევე სახელოვნად, როგორც ეს აქამდე მოხდა სხვადასხვა დონის არჩევნებში – იქნება ეს მუნიციპალური, თუ საპარლამენტო. თავიანთი პატრონების დავალების შესრულების შესაბამისად, ეს გადალაგებები, გადმოლაგებები, შერწყმები და გარწყმები, რა თქმა უნდა, შედეგის მომტანი ვერანაირად ვერ იქნება“, – თქვა გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძე ასევე გამოეხმაურა მეხუტე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს და თქვა, რომ მისი განცხადებები აზრს მოკლებულია.
„რიგითი „ნაცაგენტის“, ზურაბიშვილის განცხადებების შეფასება უბრალოდ აზრს მოკლებულია. იგი არის გადაფურცლული ისტორია. მცდელობა იყო, რომ გარე ძალების მხრიდან, ამ ქვეყნის არევისთვის, ის გამოყენებული ყოფილიყო, რაზეც საქართველოს მოსახლეობამ შესაბამისი ადეკვატური პასუხი გასცა. ახლა მისი განცხადებები უბრალოდ უინტერესოა“, – თქვა არჩილ გორდულაძემ.
