საზოგადოებრივი მაუწყებლის საბავშვო მუსიკალური პროექტის, „რანინას“ გასულ ეპიზოდში მაყურებლის წინაშე კვლავ პირველი ხუთეული წარდგა.
„რანინას“ აღნიშნული ტური ქართულ ფოლკლორს მიეძღვნა. პატარა კონკურსანტებმა ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად მსმენელისთვის კარგად ნაცნობი სიმღერები შეასრულეს.
ლუკა ბუთურიშვილმა, რომელიც მაყურებელმა პირველ ტურში უკვე გაიცნო, „შავნაბადასთან“ ერთად „იმერული სახუმარო“ შეასრულა.
„სიტყვები არ მყოფნის, საოცარი შესრულებაა!“, „ლუკა, რა წკრიალა ხმა გაქვს“, „ეს ბიჭი სცენაზე ცეცხლს ანთებს“, „რა გრძნობით და გულით მღერის, დიდი მომავალი აქ ამ ბიჭს“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
