LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეხვედრა ორი ათწლეულის შემდეგ – ალ პაჩინომ 86-ე დაბადების დღე ყოფილ პარტნიორთან ერთად გაატარა

187
page

ლეგენდარულმა მსახიობმა, ალ პაჩინომ 86-ე დაბადების დღე იზეიმა. პაპარაცებმა იუბილარი მაშინ გადაიღეს, როცა ის ყოფილ პარტნიორს, ბევერლი დი ანჯელოს მათი დაშორებიდან ორ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, ქუჩაში შეხვდა.

მიუხედავად წარსული სკანდალებისა, პაჩინოსა და დი ანჯელოს შორის დღესაც თბილი და მეგობრული ურთიერთობაა შენარჩუნებული.

ექს-წყვილი, რომელიც ტყუპების, 25 წლის ანტონისა და ოლივიას მშობლები არიან, ელეგანტურად იყო ჩაცმული. აღსანიშნავია რომ ამ მომენტში პაჩინოსთან არ იმყოფებოდა მისი ამჟამინდელი მეგობარი გოგო, 32 წლის ნურ ალფალაჰი.

როგორ ერთობიან 85 წლის ალ პაჩინო და მისი საყვარელი ქალი – 32 წლის ნურ ალფალაჰი ფოტოებს ავრცელებს

ცნობისთვის, ალისა და ბევერლის ურთიერთობა 1996 წელს დაიწყო, როცა ისინი ნიუ-იორკისკენ მიმავალ რეისზე შეხვდნენ და სწრაფად დაახლოვდნენ. დი ანჯელოს თქმით, ისინი უკვე ფრენის დასრულებამდე წყვილი იყვნენ.

2001 წელს მათ ტყუპები ინ ვიტრო განაყოფიერების გზით შეეძინათ. ისინი 2003 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. დაშორებას თან ახლდა რთული და საჯარო სამართლებრივი დავა ბავშვების მეურვეობასა და ფინანსურ საკითხებზე, რომელიც საბოლოოდ 2004 წელს დასრულდა.

ფოტო/ვიდეო: როგორ ერთობიან დიდი ბიჭები – ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო და ჰარვი კეიტელი გვიან ღამით რესტორანში შეიკრიბნენ

„ხელი მაინც მოჰკიდე, ხომ ხედავ, ვერ დადის“ – 85 წლის დაუძლურებული ალ პაჩინო და 30 წლის ნურ ალფალაჰი პაემანზე გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები