LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა

113
ეკონომიკური ზრდა

2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტალში, საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს.

იანვარ-მარტში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. ექსპორტმა 1.723.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.4%-იანი ზრდაა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გამორიცხვით) ამავე პერიოდში 75.1%-ით გაიზარდა.

2026 წლის მარტში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13.4%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა, წინა წლის მარტის მაჩვენებელთან შედარებით, 2.3%-ით არის გაზრდილი.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის და გლობალურად ტურისტულ ნაკადებზე უარყოფითი გავლენის მიუხედავად, 2026 წლის I კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 0,5%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის რეკორდული მოცულობა – 829.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g