LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Unlimited Summit – ადგილი, სადაც საქართველოს მომავალი სამუშაო ძალა იქმნება

532
Unlimited Summit

25 აპრილს, „კომბინატში“ (მოსკოვის გამზირი #13) საქართველოში პირველად გაიმართა Unlimited Summit, რომელმაც 500-მდე მონაწილე გააერთიანა. მათ შორის იყვნენ  ფრილანსერები, ტექ მეწარმეები, დამწყები პროფესიონალები და ადამიანები, რომლებიც ეძებენ ახალ შესაძლებლობებს, განვითარებას და ინსპირაციას.

სამ პარალელურ სცენაზე და 50-მდე სპიკერის მონაწილეობით, სამიტი იქცა იდეების რეალურ ეკოსისტემად:

  • მთავარი სცენა დაეთმო კარიერულ განვითარებას, ფრილანსინგს, HR, პერსონალურ ბრენდს, PR-სა და თანამედროვე მარკეტინგს
  • ტექნოლოგიური სცენა დაეთმო დფინანსებებს, ინვესტიციებსა და ბიზნესის ზრდას
  • ვორქშოპების სივრცემ მონაწილეებს, თეორიულთან ერთად, მისცა პრაქტიკული ცოდნაც, რაც დამწყები პროფესიონალებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

განხილული იყო:

  • შრომითი ბაზრის ტრანსფორმაცია
  • ფრილანსინგი და დისტანციური დასაქმება
  • სტარტაპების დაფინანსება
  • ტექნოლოგიები და ახალი უნარები

ასევე გაიმართა დასაქმების, ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო გამოფენები, რამაც მონაწილეებს გზა გაუხსნა, ინსპირაციიდან პირდაპირ შესაძლებლობების აღმოჩენაზე გადასულიყვნენ.

მონაწილეთა შეფასებით, ღონისძიებამ შექმნა ახალი სტანდარტი საქართველოს ბაზარზე. როგორც ფრილანსინგისა და თანამედროვე პროფესიული განვითარების მიმართულებით, ასევე იდეალური ორგანიზებით. ყოველი გამოსვლა იყო წინა თემის გაგრძელება და გაძლიერება, სპიკერი საგულდაგულოდ შერჩეული და თემა წინასწარ განსაზღვრული აუდიტორიის საჭიროებიდან გამომდინარე.

თუმცა მთავარი მესიჯი კიდევ უფრო ღრმაა.

Unlimited Summit-მა შექმნა ახალი ფორმატი: პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია ფრილანსინგზე, ახალ პროფესიებზე, AI-ზე და გლობალურ შესაძლებლობებზე.
მონაწილეობა იყო სრულად თავისუფალი და მაქსიმალური ეფექტურობისთვის შერჩევის პრინციპზე დაფუძნებული, რომელიც პრიორიტეტს კარიერის ადრეული განვითარების ეტაპზე მყოფ აუდიტორიას აძლევდა. ამისთვის გაკეთდა კითხვარები, ხოლო მონაწილეებმა დაურთეს თავისი Linkedin გვერდები და პორტფოლიოები, რომელთა დეტალური დათვალიერებაც მოხდა.

რაც მთავარია, სამიტი ერთი ღონისძიებით არ დასრულებულა.

დაგეგმილია ყოველ თვე იმ თემატური ივენთების გამართვა, რომელიც დღეს კარიერის მაძიებელ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ. სამიტის დღის წესრიგიდან, სადაც 50-ზე მეტი სპიკერი გამოცდილებას აზიარებდა, აირჩევა შესაბამისი საკითხები, როგორიცაა ციფრული მარკეტინგი, AI ანიმაციები, პერსონალური ბრენდინგი და სხვა, რის ირგვლივაც თავი მოეყრება საინტერესო გამოსვლებს.

უკვე სექტემბრის ბოლოს პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით, სამიტი გააერთიანებს გლობალურ სპიკერებსა და პლატფორმებს, რაც ამიერკავკასიაში კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს მის პირველობას მსგავსი კონცეფციის ღონისძიების ორგანიზების კუთხით, ხოლო სამომავლოდ იგეგმება მეზობელ ქვეყნებშიც მისი გატანა.

ორგანიზატორების შესახებ:

  • ნინო ზექალაშვილი: სამიტის მთავარი ორგანიზატორი. 8 წლიანი გამოცდილების მქონე მარკეტერი, ფრილანსინგის ეკოსისტემისა და „ფრილანსერების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი, Sami Marketing Agency-ის CEO, Bliz.cc-ის თანადამფუძნებელი და GeoLab-ის ლექტორი, რომლის მიზანიც საქართველოში პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება და მეწარმეებისთვის უსაზღვრო შესაძლებლობების შექმნაა.
  • კონსტანტინე დვალიშვილი: ტექნოლოგიური დირექტორი (CTO) და სისტემური არქიტექტორი 10+ წლიანი გამოცდილებით; SHUBI-ის აღმასრულებელი დირექტორი (CEO).
  • გიორგი გვაზავა: ფინანსებისა და სტრატეგიის აღმასრულებელი 15+ წლიანი გამოცდილებით. Project Z-ის მმართველი პარტნიორი, Z.GE-ს თანადამფუძნებელი, Axel-ის ანგელოზი ინვესტორი, ასევე SHUBI-ის CFO და სტრატეგიული დირექტორი.

ღონისძიების დეტალები და პარტნიორები:

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g