1 მაისს, რუსთავმა ჯგუფ „ურსას“ უმასპინძლა. კონცერტი ანშლაგით ჩატარდა და დამსწრეებს განსაკუთრებული ემოციები აჩუქა.
გიორგი ძოწენიძე სოციალურ ქსელში გვიზიარებს კადრებს, რომელიც იმ ბედნიერ და ჯადოსნურ წუთებს ასახავს, რომელიც ჯგუფმა მსმენელს აჩუქა.
კონცერტზე მისული ადამიანები ჯგუფ „ურსასთან“ ერთად ამღერდნენ, აცეკვდნენ და დაუვიწყარი დრო გაატარეს.
