LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი ცხოვრება მინდოდა, ცნობილი ვყოფილიყავი, მაგრამ როდესაც გიორგისთან შევქმენი ოჯახი და მის პოპულარობას ვუყურებ, მივხვდი, რომ ეს არ მინდა…“ – რატომ შეიცვალა პროფესია გიორგი ძოწენიძის მეუღლემ

1641
page

„ურსას“ სოლისტის, გიორგი ძოწენიძის მეუღლე, მია მაჩაბელი ჟურნალ „სარკესთან“ ამბობს, რომ პოპულარობა მისთვის გარკვეულ უხერხულობას ქმნის, სწორედ ამიტომაც აღარ სურს ჟურნალისტობა და ახალი პროფესიის, ფსიქოლოგიის შესწავლა დაიწყო:

„სხვათა შორის, მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ მინდოდა, ცნობილი ვყოფილიყავი და ტელეჟურნალისტიკაზეც ამიტომ ჩავაბარე, მაგრამ როდესაც გიორგისთან შევქმენი ოჯახი და ვუყურებ გიორგის პოპულარობას, მივხვდი, რომ ეს მე არ მინდა. მომწონს გიორგის პოპულარობა, მისი დამოკიდებულება აუდიტორიისადმი, მისი ურთიერთობები, მაგრამ მე ასეთი საჯარო პოპულარობა არ მინდა. მსურს, ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში ვიყო წარმატებული და პოპულარული.

პოპულარობას მინუსი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი აქვს. თუ წავედით რესტორანში, ან დაბადების დღეზე, ასეთ საჯარო სივრცეში საერთოდ ვერ ვჭამ, იმიტომ, რომ ყველა გვიყურებს, ყველა ჩვენ გვაკვირდება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g