LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი სხვადასხვა წყარო საბოლოოდ ადასტურებს ჩემზე თავდამსხმელის ვინაობას… სატელეფონო კავშირის შემდეგ, სოციალური ქსელებიდან ფოტოები და ვიდეოები წაშალა“ – რას წერს ჟურნალისტი გურამ როგავა

187
გურამ როგავა

ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელიც 2025 წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლის დროს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზეც, მისი განცხადებით, მასზე თავდამსხმელია აღბეჭდილი.

„აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა“ – როგორია აქციაზე დაშავებული ჟურნალისტის, გურამ როგავას ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორც გურამ როგავა „ფეისბუკში“ წერს, მასზე თავდამსხმელის ვინაობას ორი სხვადასხვა წყარო ადასტურებს

„ორი სხვადასხვა წყარო საბოლოოდ ადასტურებს ჩემზე თავდამსხმელის ვინაობას.

ინფორმაციის გადასამოწმებლად მის საცხოვრებელ მისამართზე მივედით.

ოჯახის წევრებთან გასაუბრების და მასთან სატელეფონო კავშირის შემდეგ, სოციალური ქსელებიდან ფოტოები და ვიდეოები წაშალა, გადააკეთა სახელი, მაგრამ ეტყობა არ იცის, რომ ბევრად ადრე დაარქივდა ყველაფერი მის შესახებ.

დღეს, 22:00 საათზე, “ელისო ჯარიაშვილის ნამდვილი ამბავი” უნდა ნახოთ!“ – წერს ჟურნალისტი გურამ როგავა სოციალურ ქსელში.

ორი სხვადასხვა წყარო საბოლოოდ ადასტურებს ჩემზე თავდამსხმელის ვინაობას. ინფორმაციის გადასამოწმებლად მის საცხოვრებელ…

Posted by Guram Rogava Rogowski on ორშაბათი, 04 მაისი, 2026

გურამ როგავა: „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემატყობინა, რომ დაზარალებულად მცნეს“

„კადრებში ჩანს, რომ გურამ როგავა პარლამენტის შენობის წინ, მიკროფონით ხელში, პირდაპირ ეთერში გადის, როცა უსაფრთხოების ოფიცრის ორი თანამშრომელი გააფთრებული დარბის და მას თავში ურტყამს“ – The New York Times-ის საქართველოში მიმდინარე პროტესტზე სტატიას აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g