პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერი-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში არსებული მელიტონ ქანთარიას მონუმენტი გვირგვინით შეამკეს.
მათთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები.
კიკვიძის პარკში დღევანდელი დღის აღსანიშნად იმყოფებიან ვეტერანები და სხვა მოქალაქეები.
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 81 წელი გავიდა.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
