ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ დებს, თათულის და ნიაკოს საზოგადოების დახმარება სჭირდებათ.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში გივიკო დიდია წერს და პოსტს გვიზიარებს.
„გააზიარეთ გთხოვთ დედის პოსტი. დები, რომლებიც წელიწად ნახევარია თითოეული ადამიანური ემოციისთვის, გრძნობისთვის და ნაბიჯისთვის თავდაუზოგავად იბრძვიან. დები, რომლებიც სიცოცხლით უნდა ტკბებოდნენ. ნია ბოლო ზარისთვის უნდა ემზადებოდეს და საწოლში უამრავი ჭრილობით, თავის ტვინის დაზიანებით წევს. თათული ყოველ შეჯიბრზე მოპოვებული მედლებით უნდა ამაყობდეს. სახლში წვანან და ელოდებიან ყველა ადამიანის და გულშემატკივრისგან გაღებულ მოწყალებას, რომ გააგრძელონ ბრძოლა, ბრძოლა სიცოცხლისთვის და წინსვლისთვის.
თითოეულ თქვენგან დიდ სიყვარულს გიგზავნით და მადლიერებით ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, მაგრამ ისევ და ისევ გთხოვთ დახმარებას გოგონებისთვის გავაგრძელოთ ბრძოლა, ისევ დავუბრუნდეთ ადრინდელ მდგომარეობას.
გთხოვთ დახმარების ხელი გამოგვიწოდოთ და თანხით თუ ვერ დაგვეხმარებით გაზიარებით დაგვეხმაროთ“ – აღნიშნულია პოსტში.
საქ ბანკი #GE18BG0000000553349014
თიბისი ბანკი #GE64TB7513745068100047 მიმღები : დედა სოფიო ხარშილაძე
