LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივიკო დიდიამ ბებიასთან შეხვედრის ემოციური კადრები გააზიარა – „ნენა, ვინ მოვიდა, რაფერ გამახარე ბიჭო“

1476
ნინი ბადურაშვილი (1)

ბლოგერი გივიკო დიდია, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს, გამომწერებს კიდევ ერთი ემოციური ვიდეოთი დაუბრუნდა.

გივიკომ საკუთარ გვერდზე ბებიასთან შეხვედრის ამაღელვებელი კადრები გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, როგორ მიირბენს გახარებული ნათელა ბებია შვილიშვილთან, გულში ძლიერად იხუტებს და ემოციებს ვერ მალავს.

„ნენა, ვინ მოვიდა, რაფერ გამახარე ბიჭო“, – ამბობს ნათელა ბებია.

ვიდეო სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა და არაერთი თბილი კომენტარი დაიმსახურა. მომხმარებლები წერენ, რომ კადრები გულგრილს ვერავის დატოვებს.

„ეს არის ნამდვილი სიყვარული. გივიკო, ვისურვებდი, შენნაირი მოსიყვარულე შვილიშვილები ყველას გვყოლოდა“, „რამხელა სიყვარულია… ამეტირა“, – წერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები