ბლოგერი და ინფლუენსერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს, 14 აგვისტოს მისი მამა 62 წლის გახდებოდა. მისივე განცხადებით, მამის გარეშე ყოფნა მთელი ცხოვრება გაუჭირდება.
„62 💔
დღეს ჩემი ყველაზე დიდი ტკივილის, სიკეთით და სიყვარულით სავსე ადამიანის, მამაჩემის დაბადების დღეა 💔
მთელი ჩემი ცხოვრება გამიჭირდება უშენოდ…
ძალიან ბევრი მოეფერეთ მშობლებს, სიცოცხლეში აგრძნობინეთ, რომ ყველაზე მეტად გიყვართ. მერე გული რომ არ დაგწყდეთ 💔“, – წერს გივიკო დიდია.
