LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იორამ თარხნიშვილის სახელობის ღვინის ფესტივალი 16-17 მაისს გაიმართება

128
ღვინის ფესტივალი

16-17 მაისს, შატო მეფის ქალაქში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იორამ თარხნიშვილის სახელობის ღვინის ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალი, რომელიც მე-20 საუკუნის გამორჩეული ქართველი მეღვინე-ტექნოლოგის სახელს ატარებს, მიზნად ისახავს ხარისხის სტანდარტის პოპულარიზაციას ღვინის ინდუსტრიაში.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება:

  • მეღვინეების კონკურსი და დაჯილდოება;
  • ღვინოების დეგუსტაცია;
  • ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • კულტურული და მუსიკალური ღონისძიებები, კულინარიული შოუები.

ფესტივალი უმასპინძლებს ღვინის მწარმოებლებს, ქართველ და უცხოელ ღვინის პროფესიონალებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ქართული ღვინის გულშემატკივრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g