LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან რთულია, როდესაც ვიღაცის მოსამსახურე ხარ… ეგეთი დამოკიდებულება აქვთ რომ შენ ხარ მონა… ეს დავაფურთხე? აწმინდე!“ – მალიბუ ტუღუში საუბრობს სირთულეებზე, რომელიც ემიგრაციას ახლავს თან

193
მალიბუ ტუღუში

მომღერალი და აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მალიბუ ტუღუში გადაცემაში „With Tamia – თამიასთან“ ემიგრაციის სირთულეებზე საუბრობს – იმ რეალობაზე, რომელსაც უცხო ქვეყანაში ცხოვრებისას ემიგრანტი ყოველდღიურად აწყდება.

მისი თქმით, ყველაზე რთული არა ფიზიკური შრომა, არამედ ის დამოკიდებულებაა, რომელსაც ხშირად ემიგრანტების მიმართ იჩენენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ შესაძლებლობებსა და ნიჭში დარწმუნებული ხარ, მაგრამ მაინც იძულებული ხდები ყველაზე მძიმე საქმეები აკეთო.

„ძალიან რთულია, როდესაც ვიღაცის მოსამსახურე ხარ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც იცი რა შეგიძლია. როდესაც იცი, რომ გაქვს რაღაც ნიჭი, რაც ყველას არ აქვს… და ამ დროს ვიღაც აგდებულად რომ მოგიგდებს 3 დოლარს… რომ გიგდებს ამ 3 დოლარს ეს ნიშნავს, რომ მონა ხარ ჩემი! ეგეთი დამოკიდებულება აქვთ რომ შენ ხარ მონა… ეს დავაფურთხე? აწმინდე! ახლა გამოვედი ტუალეტიდან და მიდი აწმინდე! მე ვდგებოდი და ვწმენდდი. ძალიან რთული იყო ამის ემოციურად ატანა, მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ვერ დაჩაგრავ! რაც არ უნდა ეცადო, მე ვერ დამჩაგრავ. მე არ ვიგრძნობ თავს დაჩაგრულად იმიტომ, რომ ეს არის ნაწილი იმ ყველაფრისა, რაც ჯამში უნდა გავიარო, რომ იქამდე მივიდე, სადაც მინდა რომ მივიდე“, – აცხადებს მალიბუ ტუღუში.

სრული გადაცემა 👇

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g