LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედა უჭკვიანესი, მამა – ზეიმი ადამიანი…“ – რა უცნობ დეტალებს ჰყვება „იმედის კვირაში“ პატრიარქის ოჯახის წევრი შიო III-ის ოჯახსა და წინაპრებზე

1951
მანანა ქურდიანი პატრიარქზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოჯახის წევრმა, მანანა ქურდიანმა გადაცემა „იმედის კვირის“ ეთერში პატრიარქის შიო მესამის ოჯახურ გარემოსა და გენეალოგიაზე ისაუბრა.

მანანა ქურდიანმა დეტალურად გაიხსენა მეუფე შიოს გამორჩეული წინაპრები, რომლებიც ქვეყნის სამეცნიერო და კულტურულ სფეროებში მოღვაწეობდნენ და ხაზი გაუსვა მისი მშობლების არაჩვეულებრივ ადამიანურ და ინტელექტუალურ თვისებებს.

მისი განცხადებით, შიო მესამე საზოგადოებისთვის ცნობილი, მაღალი ინტელექტისა და დამსახურების მქონე პროფესორებისა და მკვლევრების ოჯახში აღიზარდა.

„არასდროს უცდია თავი დაემკვიდრებინა ძველბიჭობით, „პიარის“ კაცი არ იყო…“ – შიო მესამის ერისკაცობის წლები და ცნობილი ექვსეულის ფოტოს ისტორია: როგორ გადაარჩინა მომავალი პატრიარქის რჩევამ ირაკლი კაკაბაძე

მანანა ქურდიანის თქმით, პატრიარქის ოჯახი ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც პროფესიონალიზმით, ისე განსაკუთრებული შინაგანი კულტურით:

„[პატრიარქ შიო მესამის] ბებია უნიკალური ადამიანი იყო, უჭკვიანესი პროფესორი; ჰემატოლოგიური ინსტიტუტის დამაარსებლის მარჯვენა ხელი გახლდათ დედა – თამარა ჟვანია… გარდა პროფესიული თვისებებისა, არაჩვეულებრივი ადამიანური თვისებების მატარებელი იყო. ბაბუა იყო პროფესორი, ბავშვთა ორთოპედიის დამაარსებელი, ძალიან საინტერესო პიროვნება, ჩემი მამამთლის ძმა… საერთოდ, სამი ძმანი იყვნენ: უფროსი – ოლიკო, შუათანა – ჩემი მამამთილი, ცნობილი არქიტექტორი არჩილ ქურდიანი, უმცროსი იყო ელიზბარი, რომლის სახელიც ჰქვია შიოს ბაბუას.

დედა, ნანა ქურდიანი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოცენტი, მამა – თეიმურაზ მუჯირი, სამთო მექანიკის ინსტიტუტის მეცნიერებათა კანდიდატი, მკვლევარი. არაჩვეულებრივი მშობლები იყვნენ, არა იმიტომ, რომ ახლა არაჩვეულებრივზე უნდა ვილაპარაკო, მართლა არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. დედა უჭკვიანესი, უგანათლებულესი ადამიანი იყო, მამა კი, თუ შეიძლება ასე ითქვას – ზეიმი ადამიანი… შესანიშნავად უკრავდა, მღეროდა… გარდა ამისა, ჰქონდა საკუთარი სიმღერები“.

„თავმდაბლობა ამ ოჯახის მთავარი ნიშანია“ – რა არის ცნობილი შიო III-ის ერთადერთი დის შესახებ, რომელიც პატრიარქს მხარზე ეამბორა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g