780 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას სუპერბოულის შესვენებისას „ღრუბელი ბობიდან“ სიმღერა რომ შეასრულონ.
ამით სურთ პატივი მიაგონ ყვითელი მულტპერსონაჟის ახლახან გარდაცვლილ ავტორს.
„ბობის შემქმნელი სტივენ ჰილენბერგი არც ისე დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. მის სახსოვრად, იმის საპატივსაცემოდ, რაც მან გაააკეთა ბავშვების მთელი თაობისთვის და რათა ვაჩვენოთ ამ სიმღერის მთელი სიდიადე, გამოვდივართ წინადადებით, რომ სუპერბოულის შესვენებაზე Sweet Victory ისმოდეს“, – დაწერა პეტიციის ავტორმა.
Sweet Victory – ეს არის სიმღერა, რომელიც ღრუბელმა ბობმა სუპერბოულისადმი მიძღვნილ ერთ-ერთი სერიაში შეასრულა.
სტივენ ჰილენბერგი 27 ნოემბერს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სუპერბოული 3 თებერვალს გაიმართება.