LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტილდა სვინტონმა მოკითხვა დამაბარა ლანა ღოღობერიძესთან… ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა, მემუშავა წითელ ხალიჩაზე ცნობილ ვარსკვლავებთან და პროდიუსერებთან…“ – სად შეხვდა ქართველი ფოტოგრაფი ზურა ბურჯანაძე კამერონ დიასსა და კრისტენ სტიუარტს

1140
ზურა ბურჯანაძე

ქართველი ფოტოგრაფი ზურა ბურჯანაძე კანის კინოფესტივალის 20 დელეგატს შორისაა, რომელსაც გარკვეული პრივილეგიები აქვს ფესტივალის გაშუქებასთან დაკავშირებით.

ზურა fortuna.ge-ს იმის შესახებ, თუ როგორია მისი დღეები კანის კინოფესტივალზე, სადაც უამრავი ვარსკვლავია შეკრებილი.

ზურა, როგორ მოხვდი კანის კინოფესტივალის დელეგატებს შორის?

დამიკავშირდა ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი, გვანცა მხეიძე, რომელიც უკვე მრავალი წელია, არის კანის კინოფესტივალის დელეგატი და შემომთავაზა, გვეთანამშრომლა კანის 79-ე კინოფესტივალზე, ერთობლივად.

დელეგატობამ მომცა პრივილეგია, თამამად მემუშავა მთავარ წითელ ხალიჩაზე და კანის კინოფესტივალის გარშემო არსებულ ყველა ღონისძიებაზე, რომელიც მოიცავს ფესტივალის ფარგლებში არსებულ პავილიონებს, დახურულ ღონისძიებებს, სადაც ხვდებიან ისეთი მსახიობები როგორიც არის: ენდი გარსია, ლეონადრო დიკაპრიო, ბელა ჰადიდი და სხვები…

ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა, ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა, მემუშავა წითელ ხალიჩაზე ცნობილ ვარსკვლავებთან და პროდიუსერებთან, რომლებიც მოღვაწეობენ ჰოლივუდში.

ეს დღეები ჩემთვის უამრავი სიურპრიზითაა სავსე, შევიძინე ახალი კონტაქტები მსოფლიო მასშტაბით. მათთან აუცილებლად ვითანამშრომლებ სამომავლოდ, თუმცა ამის შესახებ ჯერ ვერ მოგცემთ ინფორმაციას.

შეხვედრა მქონდა კამერონ დიასთან, კრისტენ სტიუარტთან, ალექს რამირესთან, მარგო რობისთან, ვუდი ჰარელსონთან და სხვა მრავალთან…

ახლახან მქონდა შეხვედრა ტილდა სვინტონთან, მოკითხვა დამაბარა საქართველოში ლანა ღოღობერიძესთან, მითხრა, რომ ძალიან უყვარს საქართველო და კარგად ახსენდება საქართველოში გატარებული დრო…

კანის კინოფესტივალის გახსნიდან დახურვის ცერემონიის ჩათვლით ვიმყოფები კანში, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია უამრავი საინტერესო და ყველასთვის შთამბეჭდავი გადაღებები.

ზურა ბურჯანაძის ჩაცმულობაზე იზრუნა Pallecarte-მ, ხოლო გვანცა მხეიძის კაბა ეკუთვნის „მარიონელას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g