LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემინემის ყოფილი მეუღლე დააკავეს

261
page

ემინემის ყოფილი მეუღლე, 51 წლის კიმ მეთერსი კვლავ სკანდალის ცენტრში მოექცა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ის ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს და მიჩიგანის ციხეში გადაიყვანეს.

რამდენიმე დღის წინ, კიმ მეთერსი სასამართლოს წინაშეც წარდგა. მედიის ინფორმაციით, ოთხშაბათ საღამოს ის დეტროიტის მახლობლად ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, სასამართლო სხდომაზე განიხილებოდა უფრო ადრინდელი ინციდენტიც, რომელიც თებერვალში მოხდა. კიმი მაშინაც ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს.

ცნობისთვის, ემინემისა და კიმის ურთიერთობა წლების განმავლობაში საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. მათ 1988 წელს, ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში გაიცნეს ერთმანეთი. 1995 წელს მათ ქალიშვილი, ჰეილი ჯეიდი შეეძინათ, ხოლო ოთხი წლის შემდეგ დაქორწინდნენ.

თუმცა, სკანდალების, კონფლიქტებისა და ღალატის ფონზე, მათი პირველი ქორწინება მხოლოდ ორ წელს გაგრძელდა. მოგვიანებით, როდესაც კიმი ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა, მას სხვა მამაკაცისგან ქალიშვილი, სტივი, შეეძინა, მიუხედავად ამისა, ემინემმა ბავშვი საკუთარ ოჯახში მიიღო და მოგვიანებით ოფიციალურადაც იშვილა.

2006 წელს წყვილმა ურთიერთობის აღდგენა სცადა და მეორედ იქორწინა, თუმცა ეს ქორწინებაც ხანმოკლე აღმოჩნდა და მხოლოდ 82 დღე გაგრძელდა.

ემინემი ორგზის ბაბუაა – რეპერის ქალიშვილი დედა პირველად გახდა

ემინემის მოულოდნელი გამოჩენა ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ტაიმებს შორის შესვენებაზე

საოცრად ჰგავს! – ემინემი ბაბუა პირველად გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები