LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციცინო შურღაია: „ერთ-ერთი მოთხოვნა თანამედროვე ქალის არის ის, რომ აუცილებლად უნდა იყოს ჰარმონიაში საკუთარ თავთან…“

127
ციცინო შურღაია

„ერთ-ერთი მოთხოვნა თანამედროვე ქალის არის ის, რომ აუცილებლად უნდა იყოს ჰარმონიაში საკუთარ თავთან“, – ამის შესახებ გადაცემაში „VERSUS ირინა ტორონჯაძესთან ერთად“ ექიმმა, ციცინო შურღაიამ ისაუბრა.

ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა ისაუბრა იმ თვისებებზე, რაც მისი მოსაზრებით თანამედროვე ქალს უნდა ჰქონდეს.

„თანამედროვე ქალის ერთ-ერთი მოთხოვნა, ანუ ვინ შეიძლება გამოაცხადოს თავი თანამედროვე ადამიანად – იმ ქალმა, რომელსაც აქვს ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიური, ემოციონალური და ფიზიკური ჯანმრთელობა.

ათლეტური გარეგნობა უნდა ჰქონდეს, სპორტული უნდა იყოს და გაწონასწორებული.

თუ ეს არ აქვს, მაშინ არ არის თანამედროვე ქალი, მაპატიეთ რა… როგორც იქ ვამბობ თუ მსუქანი ხარ, ინტელიგენტი არ ხარ, ასეა…

ერთ-ერთი მოთხოვნა თანამედროვე ქალის არის ის, რომ აუცილებლად უნდა იყოს ჰარმონიაში საკუთარ თავთან“, – ამბობს შურღაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g