LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერის ინიციატივით, საპარლამენტო კომისიის ჩართულობით, კონკურენციის სააგენტომ დააინიციირა ახალი პლატფორმის პროექტი, სადაც განთავსდება საუკეთესო შეთავაზებები და ფასები – ლევან ჟორჟოლიანი

114
ლევან ჟორჟოლიანი

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ასევე საპარლამენტო კომისიის ჩართულობით, კონკურენციისა და მომხმარებლის სააგენტომ დააინიციირა ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ელექტრონული პლატფორმის შექმნას, სადაც განთავსდება საუკეთესო შეთავაზებები და ფასები, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული უზრუნველყოფს მომხმარებლის მაქსიმალურ ინფორმირებულობას იმის შესახებ, რომელი ქსელი სთავაზობს მას გარკვეულ პროდუქციაზე საუკეთესო შეთავაზებას.

„ქსელებს ექნებათ ვალდებულება, ინფორმაცია წარმოადგინონ ყოველკვირეულად. შესაბამისად, მომხმარებელი მაქსიმალურად იქნება ინფორმირებული, რომელი ქსელი სთავაზობს გარკვეულ პროდუქციაზე საუკეთესო შეთავაზებას ან ფასს. აღნიშნული ასევე უზრუნველყოფს ქსელებს შორის კონკურენციის გაძლიერებას“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალს ქმნის.

magti 5g