ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ გადაცემაში „სტუმრად ანნასთან“ ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინების მიზეზებზე ისაუბრა.
ფსიქოლოგმა უპასუხა წამყვანის კითხვას: წლების განმავლობაში ცხოვრობენ მოძალადესთან და ამას არქმევენ სიყვარულს, ამბობენ,„ეჭვიანობს, იმიტომ რომ ვუყვარვარ“, „მიკრძალავს იმიტომ, რომ ვუყვარვარ“ – ეს რა ფენომენია?
ნათია ფანჯიკიძე ამბობს, რომ ეს ფენომენი ადამიანში ბავშვობიდან ფორმირდება:
„აქ ალბათ დიდწილად ბავშვობაში ფორმდება, რომ ბავშვობაში როგორი არის იდეალური მშობელი – იდეალური მშობელი არის საკმარისად კარგი მშობელი საბოლოო ჯამში ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ იმიტომ, რომ ძალიან ჰიპერმზრუნველი ასევე მოძალადეა და დამთრგუნავია ბავშვის პოტენციალის, მაგრამ ბავშვისთვის არც მთლად უარმყოფელი მშობელი, ანუ ინდიფერენტული, რომელიც საერთოდ ვერ ხედავს და ბავშვს თითქოს გაქრობის განცდა აქვს, რომ არ არსებობს, იმდენად ვერ ამჩნევს დედა ან მამა, ესეც არის ცუდი. ზომიერებაში არის ყველანაირი ბედნიერება. მე მგონი, რომ ასეთი უარმყოფელი მშობლების შვილებს შეიძლება უფრო მეტად ჰქონდეთ ეს განცდა, რომ აი ნახე ყურადღებას მაქცევს, აინტერესებს სად მივდივარ და თავიდან ეჩვენება, რომ ეს ინტერესი ბევრ სიყვარულს ნიშნავს, რასაც შეიძლება ის ამჩნევდა სხვა თანატოლების მშობლების მხრიდან, მას არ ჰქონდა და ეგონა, რომ ეს არის სიყვარულის გამოხატვა, რომ მომიკითხონ, დაინტერესდნენ სად ვიყავი, მესიჯი ვის მივწერე და ასე შემდეგ, მაგრამ ნელ-ნელა უკვე ცხადი უნდა გახდეს, რომ რაღაცნაირად ზომიერად, ტელეფონზე რომ ლაპარაკობ და „ვინ არის? რა უნდა?“ და ყოველ ტელეფონის აღებაზე რომ ანგარიშს გაბარებინებს, აქ უკვე უნდა მივხვდეთ ადამიანები, რომ გაქცევის დროა…“ – ამბობს ნათია ფანჯიკიძე.
