LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიო III: „ბევრს ავიწყდება, რომ იესო ქრისტეა გზაც, ჭეშმარიტებაც და სიცოცხლეც – ფიქრობენ, მხოლოდ მეცნიერებაზე დაყრდნობით შეიძლება განათლება, ზნეობრივი აღორძინება და არ ახსოვთ, რომ უზნეო კაცის ხელში მეცნიერებაც შეიძლება აღმოჩნდეს ბოროტების სამსახურში“

114
შიო მესამე

„ბევრს ავიწყდება, რომ ღმერთი, იესო ქრისტეა გზაც, ჭეშმარიტებაც და სიცოცხლეც. ფიქრობენ, ღვთის გარეშე, მარტო ჩვენი გონებით, მხოლოდ მეცნიერებაზე დაყრდნობით შეიძლება საზოგადოების, თუ კაცობრიობის განათლება, ზნეობრივი აღორძინება და არ ახსოვთ ის, რომ უზნეო კაცის ხელში ეს ცოდნაც და მეცნიერებაც შეიძლება აღმოჩნდეს ბოროტების სამსახურში“,– ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებაზე განაცხადა.

პატრიარქის თქმით, „მეცნიერება, ცოდნაც აუცილებელია, ამის გარეშეც არ შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მაშასადამე, საჭიროა კიდევ სხვა ძალა, რომელიც იმოქმედებს არამხოლოდ ადამიანის გონებაზე, არამედ მის გულზეც, შინაგან სამყაროსა და შინაგან ცხოვრებაზე“.

„ძალიან ბევრს ავიწყდება, რომ ღმერთი, იესო ქრისტეა გზაც, ჭეშმარიტებაც და სიცოცხლეც. ფიქრობენ, ღვთის გარეშე, მარტო ჩვენი გონებით, მხოლოდ მეცნიერებაზე დაყრდნობით შეიძლება საზოგადოების თუ კაცობრიობის განათლება, ზნეობრივი აღორძინება და არ ახსოვთ ის, რომ უზნეო კაცის ხელში ეს ცოდნაც და მეცნიერებაც შეიძლება აღმოჩნდეს ბოროტების სამსახურში. შეიძლება, სიკვდილის იარაღიც კი გახდეს. ამიტომ, მეცნიერება, ცოდნაც აუცილებელია, ამის გარეშეც არ შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მაშასადამე, საჭიროა კიდევ სხვა ძალა, რომელიც იმოქმედებს არამხოლოდ ადამიანის გონებაზე, არამედ მის გულზეც, შინაგან სამყაროსა და შინაგან ცხოვრებაზე. შეგახსენებთ, უფალი ამბობს: „გულიდან გამოდიან ბოროტი ზრახვანი“. რა გინდ ზნეობრივად დაცემული იყოს ადამიანი, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში ეს ნაპერწკალი გაღვივოს – სულიერების, ზნეობრიობის და დააყენოს ადამიანი გადარჩენის გზაზე“, – განაცხადა პატრიარქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g