ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დების ნიაკოს და თათულის დედა, სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს. ნიაკოს კლასელებმა ბოლო ზარზე სიურპრიზი მოუწყვეს, რომელსაც ნიაკომ ვიდეოზარით ადევნა თვალი.
„შემდეგი შეხვედრის დროს ნიაკო ჩვენთან ერთად იქნება. მარიამი ჩვენთან ერთად იქნება და ჩვენ ძალიან კარგ, სასიამოვნო დროს გავატარებთ. გვიყვარხარ ნიაკო!“, – განაცხადა ნიაკოს მასწავლებელმა.
„მოგიკვდი დე 😭 თავს შევაკლავ შენ გამო მთელ სამყაროს მარტო მძღოლს კი არა. თავის გაჩენის დღეს დავაწყევლინებ ამ ქვეყანაზე რო გაჩნდა. თითონ გარეთ დადის და შენ ლოგინში მიწევხარ“, – წერს ნიაკოს დედა სოფიო ხარშილაძე.
