ნანუკა გულუა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „პრაიმშოუ“ სტუმრობდა, სადაც სხვადასხვა საინტერესო თემაზე საუბრის პარალელურად, მეუღლეზე, კახა კაშიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან ერთად თანაცხოვრება მისთვის სიმშვიდის, ბედნიერების და კარგი ემოციების მომტანია.
„ხანდახან თავი სიზმარში მგონია… ვიყავი – „ეს, ამას აწი არაფერი ეშველება“… შინაბერობიდან უცებ მრავალშვილიანი დედა ვარ და რომ ვიღვიძებ, ყველა მკლავზე და ყველგან ბავშვს ძინავს. რომ ვიღვიძებ რაღაც საოცარი შეგრძნებაა. შეგრძნება იმის, რომ აი ამ სამი ღმერთის საჩუქრის დედა ვარ! ეს რაღაც საოცარი შეგრძნებაა მართლა.
კახა ჩემი ოცნების პრინცია, როგორზეც ვოცნებობდი ეგეთი მამაკაცია. უნაკლო ადამიანია, უკეთილესი, ულაღესი, ულამაზესი, საუკეთესო მამა, საუკეთესო მეუღლე, საუკეთესო სიძე და საუკეთესო ყველაფერში!
მართლა მიფიქრია, რომ როგორ დავიმსახურე კახა იმიტომ, რომ მეოთხე წელია რაც გავყევი და ჩემთვის ყოველი დღე არის სიმშვიდის, მხოლოდ ბედნიერების და კარგი ემოციების მომტანი. ასეთი სიმშვიდის შეგრძნება არასოდეს მქონია.
