LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩვენ არ გვქონდა არც ბინები, არც ფართები, არც ძვირფასი სახლი, რადგან მამაჩემის მთელი რესურსი იყო მხოლოდ ადამიანებისთვის გაცემა. მამის ამ უნარის შემდეგ, სიმდიდრე ჩემთვის ნიშნავს გაცემას და სხვების დახმარებას… სულ ვამბობდი, ღმერთო გთხოვ თუ ოდესმე მეყოლება მეუღლე და შვილების მამა – რაღაცით მაინც ჰგავდეს მამაჩემს…“ – ნანუკა გულუა გადაცემაში „პრაიმშოუ“ მამაზე საუბრობს

120
ნანუკა გულუა

მსახიობმა ნანუკა გულუამ გადაცემაში „პრაიმშოუ“ მამაზე ისაუბრა, რაც მისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა. 

„ზოგადად, ჩემი შვილებიც რომ მამას მამას ეძახიან, ეგრევე ჩემთან მოდის სევდა… თუ წარმოგიდგენია ყველაზე დიდი სიკეთის და მხოლოდ დადებითი თვისებების გენერატორი, ზღაპრის გმირი, აი ეგეთი იყო მამაჩემი და აი აქ, უკვე სუბიექტური არ ვარ, რადგან ვინც იცნობდა ყველა დამეთანხმება ამაში…

ზუგდიდის ჩაის ფაბრიკის დირექტორი იყო, ძალიან პატარა გახდა დირექტორი. მაშინ ეს ინდუსტრია ყვაოდა. ძალიან ძლიერი იყო მატერიალურად დედაც და მამაც. ერთად მუშაობდნენ და იმ გაჭირვების ჟამს ძალიან კარგად ვცხოვრობდით, მაგრამ მხოლოდ ჩვენ არ ვცხოვრობდით ძალიან კარგად. ჩვენს გარშემო ყველა ძალიან კარგად ცხოვრობდა. 

ჩვენ არ გვქონდა არც ბინები, არც ფართები, არც ძვირფასი სახლი, არაფერი ფუფუნების არ შეგვიძენია, რადგან მამაჩემის მთელი რესურსი იყო მხოლოდ ადამიანებისთვის გაცემა. მამის ამ უნარის შემდეგ, სიმდიდრე ჩემთვის ნიშნავს გაცემას და სხვების დახმარებას… სულ ვამბობდი, ღმერთო გთხოვ თუ ოდესმე მეყოლება მეუღლე და შვილების მამა – რაღაცით მაინც ჰგავდეს მამაჩემს…“, – აცხადებს ნანუკა გულუა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g