LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა რაც გინდათ, ის დამემართოს, უკვე შვილიშვილს მოვესწარი…“ – ლაურა რეხვიაშვილის მიერ დამარცხებული მძიმე დიაგნოზი და 76 წლის ასაკში მიღებული საჩუქარი

299
LAURA REKHVIASHVILI

მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი ჟურნალ „სარკეს“ დიდ სიხარულს უზიარებს, ის 76 წლის ასაკში ბებია გახდა:

„20 მაისს 76 წლის გავხდი, მაგრამ დღემდე ვერ ვპოულობ სიტყვებს, რომ აღვწერო, რა ჰქვია ჩემს მდგომარეობას, ჩემს აღტაცებას, ჩემს სიხარულს, რასაც ვგრძნობ და განვიცდი. დედამიწაზე ამაზე დიდ ბედნიერებას არაფერი მიმაჩნია. ეს 9 თვე ისეთ მოლოდინში ვიყავი, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ!.. ახლაც, თქვენთან რომ ვსაუბრობ, ის პატარა არსება მიდგას თვალწინ. აბსოლუტურად არაფერი მაინტერესებს, თომას გარდა!. მისმა დაბადებამ მიმახვედრა, რომ სიკვდილის არ მეშინია. ჩემი ნაშიერი, ჩემი მონაგარი მყავს, რომელიც ჩემს დიდ ნაწილს გააგრძელებს. ჩემს შვილიშვილს მე ვბან, მე ვუვლი, გავიხსენე, მათეს როგორ ვუვლიდი. ენერგიული და სიცოცხლით სავსე ადამიანი ვარ…“

ლაურა რეხვიაშვილი იხსენებს მძიმე პერიოდს და გადატანილ დაავადებას, რომელიც დაამარცხა:

„ერთი წლის წინ გადავიტანე ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე. იცით, რაზე ვდარდობდით? ისე უნდა მოვკვდე, რომ შვილიშვილი ვერ ვნახო-მეთქი? სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ეს დაავადება, მერე თავს მივხედე და განვიკურნე. ახლა რაც გინდათ, ის დამემართოს, შვილიშვილს მოვესწარი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g