მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და უნიჭიერესი ექიმის ლევან რამიშვილის დახმარებით, პრობლემის მოგვარება შეძლო, რისთვისაც მას მადლობას უხდის.
ლაურა რეხვიაშვილი ექიმთა ნაწილის არაპროფესიონალიზმზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ „კინაღამ დაღუპეს“.
„ახლა მე ვუთხარი, მიჭირს. ხომ მივიღე, რომ სიმსივნე მაქვს ლოდინით ნუ გამირთულებთ მეთქი. ეს იქნება ის, რაც დამაგდებს მეთქი. მადლობა ბატონ ლევანს, რომ სერიოზულად იზრუნა და გააკეთა ჩემი გულისთვის.
მადლობა მას რომ ასეთი ექიმია. არ ვიცი რა, ქართველი ადამიანი თუ არის მაღალი დონე, არის მსოფლიო დონე.
მქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, ახლა მარტში გახდა 1 წელიწადი და ის 1 წელიწადი არ მინდოდა არც ჟურნალისტებთან ურთიერთობა, არც საზოგადოებასთან, რადგან პრობლემა მქონდა სერიოზული, რაც უნდა ითქვას, რომ კინაღამ დამღუპეს ექიმებმა. ჩვენმა ენდოკრინოლოგებმა, ვის გვარსაც ახლა არ ვასახელებ, მაგრამ აუცილებლად დავასახელებ ხმამაღლა. იქ, სადაც კინაღამ დამღუპეს გაჟღერებული მაქვს და უჩივლეო მითხრეს. მე ჩივილი არ შემიძლია. ამით რა გამოვიდოდა აღარ მქონდა ორგანო. გავაფრთხილე, რომ მაგ ადამიანთან ნუ შეუშვებთ სხვას, რადგან დაღუპავს.
მქონდა ერთი ცალი კვანძი, გადაგვარებული, ფერნაცვალი სილურჯე-სიშავისკენ მაგრამ, როცა მიღებდნენ ანალიზს და სისხლს მიმოწმებდნენ ჰორმონს გამოყოფსო. კი გამოყოფდა და არ ვიყავი რაღაც ის… მაგრამ მერე გულმა მიგრძნო და ჭკვიანმა ეთერ ცეცხლაძემ, მე მგონი შენ ჩიყვი არ გივარგაო. მინდა იცოდეს საწყალმა ხალხმა რა, ასეთი რამე რომ დაემართებათ, იმ წუთას ენდოკრინოლოგი.
წავედი გადასამოწმებლად, მოვიდა პასუხი, რომ 50/50-ზეა და მეთქი ამიტომ გარბიან თურქეთში, ეს რა არის… პირდაპირ რომ გითხრან რაც გჭირს, ხომ ჯობია ამ აბდაუბდას…
მივაკითხეთ ლევან რამიშვილს, რომელიც ის არის, რაც ამ საქმეს სჭირდება. შეხედავ ვიზუალზე – ექიმია, პირს გააღებს – ექიმია, გეფერება – ექიმია, გითანაგრძნობს – ექიმია, და არ გაშინებს – ექიმია.
ლევანმა გამაგზავნა ვინმე კალოიანთან. არ შემშინებია იქამდე არაფრის, შემეშინდა, როცა კალოიანის რეზიდენციას მივადექით იმიტომ, რომ ქუჩამდე იყო რიგი… თოთო ბავშვები ეჭირათ რიგში და პასუხს ელოდებოდნენ… კალოიანმა რომ ამიღო სინჯი, სულის ნახევარი დავტოვე… მეთქი ვეღარ ავდგები…
კალოიანმაც მითხრა რაც არ უნდა პასუხი იყოს ლევანთან გექნება საქმეო. მერე ლევანმა დამიბარა და მითხრა, რომ აქ სიმსივნეა და სასწრაფოდ საოპერაციოაო“, – აცხადებს ლაურა რეხვიაშვილი.
