LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეღირსა! დღეს ბებია გავხდი!“ – ლაურა რეხვიაშვილს პირველი შვილიშვილი შეეძინა

1227
ლაურა რეხვიაშვილი

ლაურა რეხვიაშვილს შვილიშვილი შეეძინა. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მეღირსა! დღეს ბებია გავხდი! დაიბადა თომა მათეს ძე ნაცვლიშვილი, ყველას დაბადებას გაუმარჯოს ამ ქვეყანაში“, – წერს ლაურა რეხვაიშვილი სოციალურ ქსელში.

მსახიობი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.

„გილოცავთ, გაიზარდოს ბედნიერი ბიჭი!“, „ბედნიერი გაიზარდოს ნანატრი თომა ბიჭი“,„გილოცავთ მთელს ოჯახს უდიდესს ბედნიერებას“, – წერენ ლაურა რეხვიაშვილის ფეისბუკ მეგობრები.

ლაურა რეხვიაშვილს და დავით ნაცვლიშვილს ერთი ვაჟი ჰყავთ, მათე ნაცვლიშვილი. თომა ოჯახში პირველი შვილიშვილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g