ჰოლივუდის ვარსკვლავების, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 17 წლის ქალიშვილი, ვივიენი ახალ იმიჯით გამოჩნდა. როგორც უცხოური მედია წერს, ვივიენმა გარეგნობა თავისი უფროსი დის, შაილოს სტილის ინსპირაციით შეიცვალა.
ვივიენ ჯოლი-პიტმა თავის დას, შაილოს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო
პაპარაცებმა ვივიენი ლოს-ანჯელესში მეგობართან ერთად შენიშნეს. მან ბოლო საჯარო გამოჩენის შემდეგ თმა საგრძნობლად შეიმოკლა. მის ყოველდღიურ იმიჯს შავი ფერის „ოვერსაიზ“ მაისური და ფართო შარვალი ასრულებდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სტილი განსაკუთრებით უყვარს მის უფროს დას, რომელიც ხშირად ირჩევს კომფორტულ და სპორტულ სამოსს.
გამორჩეული ჰოლივუდური წყვილის გამორჩეული შვილები – „ბრანჯელინას“ ულამაზეს ტყუპების უახლესი ფოტოები

